გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა
17-02-2017, 09:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ენერეგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, რაც ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს დაახლოებას და ენერგეტიკული საკითხების ჰარმონიზაციას შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი, ასევე, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარებას და ენერგოეფექტურობას.

 


პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალი სიმძლავრეების შექმნა განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო იყენებს როგორც ჰიდრო, ისე სხვა რესურსებს სუფთა ენერგიის წარმოებისთვის, ასევე, იზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი.

 


მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო პროექტებსა და საქართველოს განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე მათი წარმატებით განხორციელების პროცესში. საუბარი შეეხო "შაჰ-დენიზის" პროექტის მეორე ფაზის, TANAP-სა and TAP-ის პროექტებს, რომლებიც ბუნებრივი აირის ტრანზიტს მნიშვნელოვნად გაზრდის. ყურადღება ასევე დაეთმო სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტს, რომელიც "შაჰ-დენიზის" ნაწილია და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოსა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - " საქართველოს ევროპული გზა" მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი