დაკავებული დეკანოზის ადვოკატის თქმით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ არის
17-02-2017, 09:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ არის.

 

 

როგორც მან ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფი დეკანოზის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დეკანოზს გამოკვლევები და მკურნალობა უტარდება.

 

 

„კვლავ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ასევე პერიოდულად აქვს წნევის პრობლემა. შესაბამისად, მას უტარდება გამოკვლევები და მკურნალობა. მეოთხე დღეა მას სჭირდება ეს, რადგან არ დაურეგულირდა. აქედან გამომდინარე, სახრბიელო არ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

 

 

მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძეს მისი მისამართით პატრიარქის მიერ გაკეთბული განცხადების შინაარსი გააცნო, რის გამოც ადვოკატის თქმით, დეკანოზი „ბედნიერია".

 

 

ვიდეომიმართვაში, რომელიც წუხელ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა, პატრიარქმა ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს „უცნაური და არანორმალური სიტუაცია" უწოდა.

 

 

მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან", - განაცხადა პატრიარქმა ვიდეომიმართვაში. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი