ანგელა მერკელი: NATO-ს არსებობა არა მხოლოდ ევროპის, არამედ შეერთებული შტატების ინტერესებშია
18-02-2017, 05:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რომლის წინაშეც ახლა მსოფლიო დგას, NATO-ს მსგავსი საერთაშორისო ალიანსების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

 


„დოიჩე ველეს“ ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მერკელმა შაბათს განაცხადა, რომ ისეთი პრობლემები, როგორიცაა ისლამისტური ტერორიზმი, არა მხოლოდ ერთი სახელწმიფოს მიერ, არამედ „მსოფლიოს გაერთიანებით“ უნდა იყოს პასუხგაცემული. ამავე დროს, მან თქვა, რომ საჭიროა ისეთი მრავალმხრივი ორგანიზაციების გაუმჯობესება, როგორიცაა ევროკავშირი.

 


სხვა საკითხებთან ერთად მერკელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროპის NATO-სადმი ერთგულებისა და ვალდებულებების შესახებ და თქვა, რომ გერმანია ყველა ღონეს იხმარს მიაღწიოს იმას, რომ მისი თავდაცვის სფეროში მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დახარჯოს.

 


მიუხედავად ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ NATO-ს არსებობა არა მხოლოდ ევროპის, არამედ შეერთებული შტატების ინტერესებშია.

 


მერკელის სიტყვით გამოსვლიდან ცოტა ხანში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კონფერენციაზე შეკრებილ ლიდერებს უთხრა, რომ შეერთებული შტატები „შეუდრეკელი“ იქნება NATO-ს მხარდაჭერაში, მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები საზიარო თავდაცვის მიმართულებით საკმარის თანხებს არ იხდიან.

 

 

 

 

 


მისი თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ ხუთი ასრულებს თავის ვალდებულებას და თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავს.

 


„დადგა დრო, გავაკეთოთ მეტი“, თქვა მან.

 

 

პენსის სიტყვას ისმენდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც კონფერენციაზე სიტყვით პენსამდე გამოვიდა. გერმანია იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც 2%-ზე ნაკლებს ხარჯავს თავდაცვაზე.

 


NATO-ს შეფასებით, 2016 წლისთვის მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საბერძნეთმა, პოლონეთმა და ესტონეთმა დახარჯა მთლიანი შიდა პროდუქტის 2% თავდაცვის მიმართულებაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი