ტრამპმა ფლორიდაში გამართულ მიტინგზე მედია უმკაცრესად გააკრიტიკა და თქვა, რომ სურდა ამერიკელებთან „ყალბი მედიის გაფილტვრის გარეშე“ ესაუბრა
19-02-2017, 04:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში მედიის წინააღმდეგ მორიგი სასტიკი შეტევა წამოიწყო. მან მელბურნში შეკრებილ მის მხარდამჭერებს უთხრა, რომ მედიას არ სურს „სიმართლე მიაწოდოს“ მოსახლეობას და მედიასაშუალებებს თავიანთი დღის წესრიგი გააჩნიათ.

 


ამას წინ უძღოდა ტრამპის მიერ მისი თეთრ სახლში საპრეზიდენტო უფლებამოსილების შედგომიდან განვლილი პერიოდის დაცვისას მედიაზე სასტიკი თავდასხმა.

 


მან „თვითერზე“ იმ მედია საშუალებების სიაც გამოაქვეყნა, რომლებიც მისი აზრით, ამერიკელი ხალხის მტრები არიან.

 


„ყალბი ახალი ამბების მედია - The New York Times-ი, NBC, ABC, CBS, CNN-ი ჩემი მტრები არ არიან, ისინი ამერიკელი ხალხის მტრები არიან“, დაწერა ტრამპმა.

 


ხუთშაბათს 76-წუთიან პრესკონფერენციაზე კი აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი არაკეთილსინდისიერების დონე ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

 

 

ტრამპმა მედია მისი მიღწევების დაკნინებაში დაადანაშაულა იმ დროს, როდესაც მას „მემკვიდრეობით ერგო დომხალი შინ და საზღვარგარეთ“.



პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი თეთრი სახლის საპრესკონფერენციო დარბაზში იმისთვის გამოდიოდა, რომ მისი გზავნილი „პირდაპირ ხალხთან“ მისულიყო.

 


როგორც BBC-ის ჟურნალისტი იტყობინება, ამერიკის პრეზიდენტის თვითმფრინავის ფლორიდაში დაშვებამდე ტრამპი ავიალაინერის უკანა მხარეს გამოვიდა, მათ ხელი ჩამოართვა და უთხრა, რომ ისინი მიტინგზე „ფანტასტიკურ ადამიანებს“ ნახავდნენ. „იგი თბილი და მეგობრული იყო ჩვენ მიმართ თვითმფრინავში, მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა მიტინგზე“, - წერს ჟურნალისტი და განაგრძობს:

 

 

„მე, სხვა ჟურნალისტებთან ერთად დავჯექი იმ ადგილას, რომელიც რკინის ჭიშკრებით იყო შემოსაზღვრული. იმ დროს, როცა მედიის მიმართ მტრობა გაღვივდა, ჩემი კოლეგა ფოტოებს იღებდა და მის ფოტოებიქტივს ერთმა მამაკაცმა ხელი ააფარა. როგორც კი ჩვენ დავტოვეთ შემოსაზღვრული ადგილი, მეორე მამაკაცმა მოგვაძახა: ‘ნახვამდის, მატყუარა მედიავ’“.

 

 

 


შაბათს, პრეზიდენტ ტრამპს და მის ცოლს, მელანიას ათასობით მხარდამჭერი მიესალმა მიტინგზე იმ შტატში, სადაც მან გასული წლის 8 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, ასობით ადამიანი კი მიმდებარე ადგილას მის საწინააღმდეგო პროტესტს გამოხატავდა.

 

 

მიტინგს თავდაპირველად მელანია ტრამპმა მიმართა. მან ჯერ ლოცვა - "მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა" - წარმოთქვა. 

 


თავის სიტყვაში ტრამპმა თქვა, რომ მას სურდა ამერიკელებთან „ყალბი მედიის გაფილტვრის გარეშე“ ესაუბრა.

 

 

მან მედიას კიდევ ერთხელ უწოდა „არაკეთილსინდისიერი“ და გაიმეორა ადრე ნათქვამი, რომ ზოგიერთ მედია-საშუალებას „არ უნდა, რომ გაავრცელოს სიმართლე“ და ისინი მის შესახებ მოგონილ ამბებს თხზავენ.

 


„ჩვენ განვაგრძობთ მათ გამოვლენას“, თქვა ტრამპმა და აღთქმა დადო, რომ „გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ“.

 


თავის სიტყვაში პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა მისი საარჩევნო კამპანიის დაპირება, რომ ამერიკას „უსაფრთხოს“ გახდიდა და თქვა, რომ ქვეყანას „კვლავ ძლიერი საზღვრები უნდა გააჩნდეს“;

 


თქვა, რომ ამერიკელებს ექნებათ „დიდებული ჯანდაცვის გეგმა“ და ობამას რეფორმები გაუქმდება;

 


ხაზი გაუსვა, რომ თეთრი სახლი „ხავერდოვნად იმართება“ და უარყო მტკიცებები, რომ ადმინისტრაციაში უწესრიგებოა სუფევდა;

 


პირობა დადო, რომ „შეამცირებდა გაბერილ ბიუროკრატიას“ და „ამოაშრობდა ჭაობს“ ვაშინგტონში;

 


განაცხადა, რომ განვითარდება გეგმა, რომელიც „სრულიად გაანადგურებს“ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს;

 


პირობა დადო, რომ შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილებს შეერთებულ შტატებში და ხელახლა ააშენებს ქვეყნის სამხედრო ძალებს.

 


როგორც BBC წერს, მოქმედი პრეზიდენტისთვის იმ ტიპის მიტინგის მოწყობა, როგორსაც საარჩევნო კამპანიისას მართავენ ხოლმე საპრეზიდენტო კანდიდატები, უჩვეულოა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი