ჯონ მაკკეინი: თავისუფალი პრესის ჩახშობა იმის მანიშნებელია, „თუ როგორ იწყებენ დიქტატორები“
19-02-2017, 10:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სენატორმა ჯონ მაკკეინმა, დაიცვა რა მედია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ბოლოდროინდელი თავდასხმებისაგან, გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ თავისუფალი პრესის ჩახშობა იმის მანიშნებელია, „თუ როგორ იწყებენ დიქტატორები“.

 

 

არიზონას „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რომელიც ხშირად აკრიტიკებს ტრამპს, აშშ-ის პრეზიდენტის „თვითერზე“ გამოქვეყნებულ იმ განცხადებას უპასუხა, სადაც ტრამპი წამყვან ამერიკულ ტელევიზიებს, მათ შორის CNN-ს და NBC-ს, ასევე The New York Times-ს „ამერიკელი ხალხის მტრებს“ უწოდებს.

 

 

„მე მძულს პრესა. განსაკუთრებით მძულხართ თქვენ“, უთხრა NBC-ისთან ინტერვიუში მაკკეინმა ჩაკ თოდს მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციიდან. „მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდებით თქვენ. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი პრესა. ჩვენ უნდა გვქონდეს ის. ეს მნიშვნელოვანია“.

 


„თუ თქვენ გინდათ დაიცვათ - ახლა მე ამას მთელი სერიოზულობით ვამბობ - თუ თქვენ გინდათ დაიცვათ დემოკრატია, უნდა არსებობდეს თავისუფალი და მტრული პრესა და ამის გარეშე, ვშიშობ, რომ ჩვენ, დროთა განმავლობაში ჩვენ პიროვნულ თავისუფლებებს დავკარგავდით. ეს არის ის, თუ როგორ იწყებდნენ დიქტატორები“, განაცხადა მაკკეინმა და განაგრძო:

 


„ისინი იწყებდნენ თავისუფალი პრესის ჩახშობით... როცა გადახედავთ ისტორიას, პირველი რამ რასაც დიქტატორები აკეთებდნენ, პრესის დახურვა იყო. და მე არ ვამბობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს იყოს დიქტატორი. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ გაკვეთილები ისტორიიდან“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი