ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე პრემიერ კვირიკაშვილის წინააღმდეგ: ძალიან ვწუხვარ, მე ვიცნობდი მას, როგორც პატიოსან, მორწმუნე, ეკლესიურად მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემა პრინციპულობის
19-02-2017, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე კომენტარის გაკეთებისას არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შესაძლოა დეზინფორმირებული იყოს და მისი თქმით, თუ ეს ასე არ არის და თავად „მართავს პროცესებს“ და „მას აქვს სწორი ინფორმაცია, თუ რა უდანაშაულო მღვდლის გაწირვის მცდელობასთან აქვს საქართველოს ბოროტ ძალებს ადგილი და ამას აკეთებს, ეს უკვე დიდი დანაშაულია“.

 

 

„რაც შეეხება პრემიერის გამოსვლას, ძალიან ვწუხვარ. მე ვიცნობდი მას, როგორც პატიოსან, მორწმუნე, ეკლესიურად მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ რაც აშკარაა ქვეყანაში, ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართველობაში ჩვენ გვაქვს პრობლემა პრინციპულობის, უპრინციპო ადამიანები არიან წარმოჩენილი, ამის გამო ვართ ამ მძიმე მდგომარეობაში და მე ვფიქრობ, რომ დღეს ქვეყანა როგორც არასდროს ისე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიყოს პარტიულ მიმდინარეობებად, დღეს ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე და უნდა დაიყოს პრინციპულებად და უპრინციპო ადამიანებად; მართლებად და ფარისევლებად; მატყუარებად და სამართლიანებად - აი, ეს არის მგონი გამოსავალი და მიმაჩნია, რომ მას აუცილებლად - ორი ვარიანტია, ან ის არის დეზინფორმირებული, როგორც არაერთგზის ე.ი. პატრიარქი გვინახავს ამ მდგომარეობაში და ეს რა თქმა უნდა გარემოცვის და მისი პრობლემაა და მაშინ მან უნდა გადადგას სასწრაფოდ ნაბიჯები - დაგვიმტკიცოს, რომ ის მართავს პროცესებს, ან თუ მას აქვს სწორი ინფორმაცია, თუ რა უდანაშაულო მღვდლის გაწირვის მცდელობასთან აქვს საქართველოს ბოროტ ძალებს ადგილი და ამას აკეთებს, ეს უკვე დიდი დანაშაულია“, - განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ „იმედის“ ეთერში და დაამატა, რომ პროვოკაცია, რომელსაც მისი აზრით ხელისუფლება წამოეგო, მიმართული იყო მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ.

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1   ერთაოზი
      
რა ენაზეა დაწერილი ეს ყველაფერი?
27 თებერვალი 2017 02:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი