ირაკლი წერეთელმა გრძელვადიანი შიმშილობა გამოაცხადა
02-02-2014, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ირაკლი წერეთელმა გრძელვადიანი შიმშილობა გამოაცხადა. მისი ამგვარი პროტესტი ხუდონჰესის შესაძლო მშენებლობას უკავშირდება. 1980-იანი წლების მიწურულისა და 1990-იანი წლების დასაწყისის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ცნობილი ლიდერი აცხადებს, რომ აღნიშნული მშენებლობის შესაჩერებლად ბოლომდე იბრძოლებს. 

 

"დღეს, 2014 წლის 2 თებერვალს, მეორე დღე დაიწყო ჩემი გრძელვადიანი შიმშილობიდან.


შიმშილობის მთავარი და უპირველესი მოთხოვნაა საქართველოს ხელისუფლების მიერ ხუდონჰესის დანაშაულებრივი მშენებლობის კატეგორიული და სამუდამო აკრძალვა, შესაბამისი სახელმწიფო მნიშვნელობის, სავალდებულოდ აღსასრულებელი, ოფიციალური დოკუმენტის მიღების საფუძველზე.


ჩემი შიმშილობით პროტესტს ვუცხადებ ხუდონჰესის მშენებლობას, საერთოდ გიგანტური ჰესების მშენებლობას საქართველოში, აქტიურ სოლიდარობასა და თანადგომას ვუდასტურებ ხაიშელ ძმებსა და დებს, უკლებლივ ყველა სვანსა და ქართველს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ ანტიქართულ და ანტიღვთიურ ბოროტებას!


მოვუწოდებ, ჩემის მხრიდან, ყველა ქართველს,პატივისცემითა და სიყვარულით, ვისაც ექნება ამის შესაძლებლობა, 2014 წლის თებერვალს, ქრისტესშობიდან, ხუთშაბათს, ამობრძანდნენ ზემო სვანეთში, სოფელ ხაიშში, სადაც გაიმართება სვანთა და სხვა ქართველ ერისკაცთა ღია შეკრება, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული სატკივარის გარშემო!


დიდება უფალს და ღმერთმა გააძლიეროს ღირსეული ქართველები და მათ შორის აუიცილებლად სვანები!!!" - წერს ირაკლი წერეთელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი