აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ქობულეთში სამინისტროს 2017 წლის მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია გამართა
21-02-2017, 08:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ სამინისტროს 2017 წლის მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს.

 

 

შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, სამედიცინო ამბულატორიებისა და კლინიკების ექიმები ესწრებოდნენ.

 


2017 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 14, 562, 900 ლარს, აქედან ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტია 6, 020, 000 რაც ჯანდაცვის 9 პროგრამას მოხამრდება. საერთო ჯამში, სამინისტრო და სიპები ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დასაქმების ხელშეწყობის 25 პროგრამას განახორციელებს.

 


აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, 2017 წელს პირველად განახორციელოს „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის ქვეპროგრამას“.

 


ქვეპროგრამის მიზანია: პაციენტის ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის მკურნალობა (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის გზით), ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის აღდგენა/გაუმჯობესება, პაციენტისათვის ფუნქციონალური დამოუკიდებლობის მოპოვება.

 


ქვეპროგრამის მოსარგებლეებს წარმოდგენენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები.
დაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 5000 ლარს.

 


„მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს, რომლთაც ესაჭიროებათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია გამოეყოფათ, ერთჯერადად 50 000 ლარი. წლის განმავლობაში დაფინანსდება 5 პაციენტი, რიგითობისა და მოცდის პრინციპის დაცვით. 2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინასებდა 10 000 ლარის ფარგლებში.

 


„ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ პროგრამას, 2017 წელს, ბენეფიციარებად დაემატება ყველა შშმ პირი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები).

 


ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული გეგმიური სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სრულად პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ლიმიტის ფარგლებში. (ასაკით პენსიონერებს - 10%; სხვა დანარჩენ ბენეფიციარს - 20%).

 


2016 წლისათვის პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები; ასაკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვები.

 


2017 წელს, „ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამის ბიუჯეტი პაციენტთა მაღალი მომართვიანობის გათვალისწინებით გაიზარდა 100 000 ლარით.

 


2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა სახის სერვისი მიეწოდა 57,069 ბენეფიციარს. აქედან, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით - 6,662-ს (რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 28%-ით მეტია), სოციალური დაცვის პროგრამებით - 2,280-ს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით 48,007-ს, დასაქმების სააგენტოს პროგრამებით -120 -ს", - აღნიშნულია ქობულეთის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი