აზერბაიჯანში საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე გახანგრძლივდა - იმ შემთხვევაში თუ ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას ვერ შეძლებს, პრეზიდენტის პოსტს მისი ცოლი, უკვე პირველი ვიცე პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა დაიკავებს
22-02-2017, 00:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამშაბათს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, 55 წლის ილჰამ ალიევმა მისი ცოლი 52 წლის მეჰრიბან ალიევა პირველ ვიცე პრეზიდენტად დანიშნა, რითაც მეჰრიბან ალიევა ქვეყნის ძალაუფლების იერარქიაში მეორე პირი გახდა. როგორც „ბლუმბერგი" წერს, ვიცე პრეზიდენტის პოსტი აზერბაიჯანში სექტემბრის კონსტიტუციური რეფერენდუმის შემდეგ შეიქმნა.

 

 

მეჰრიბანს, რომელიც ილჰამ ალიევს ცოლად 19 წლის ასაკში გაჰყვა, სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მანამდე კანონმდებელი იყო და ეწეოდა ქველმოქმედებას.

 

 

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც რეფერენდუმზე იქნა მხარდაჭერილი, ორი ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღებას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთ-ერთი პირველი ვიცე პრეზიდენტია. პირველი ვიცე პრეზიდენტი პრეზიდენტის პოსტს იკავებს იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედ პრეზიდენტს არ შეუძლია განახორციელოს თავისი უფლებამოსილება.

 

 

ალიევის კრიტიკოსები ამბობენ, რომ სექტემბრის რეფერენდუმმა, რომელმაც ასევე საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე გაახანგრძლივა, ეფექტურად შეადუღაბა დინასტიური მმართველობა აზერბაიჯანში. 2003 წელს ალიევმა ჰეიდარ ალიევი შეცვალა, რომელიც აზერბაიჯანს ჯერ როგორც „კომუნისტური პარტიის" ლიდერი, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის პრეზიდენტი მართავდა - ჯამში, სამი ათეული წლის განმავლობაში.

 

 

ალიევს და მის ცოლს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავთ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი