კავკასიის ბუნების ფონდი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 240 000 ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს
22-02-2017, 04:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კავკასიის ბუნების ფონდსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ კვანტალიანმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯეფ ჯაკომინმა მოაწერეს.

 


გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულება, კავკასიის ბუნების ფონდის მიერ 240 000 ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას გულისხმობს. აღნიშნული თანხა კი 2017-2019 წლებში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობას მოხმარდება.

 

 

„კერძოდ, მოხდება სახელფასო დანამატების გაცემა, ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და აღდგენა, მიმდინარე ხარჯების თანადაფინანსება, აღჭურვილობისა და ავტოპარკის განახლება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი.

 


კავკასიის ბუნების ფონდი წლების მანძილზე თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს როგორც ბუნების კონსერვაციაში, ასევე დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებაში, თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში.

 


ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის უკვე მესამედ მოხდა კავკასიის ბუნების ფონდის მიერ გრანტის გამოყოფა, მანამდე მსგავსი ხელშეკრულებები გაფორმებული იყო 2011 და 2014 წლებში. ამჟამად, საერთო ჯამში, კავკასიის ბუნების ფონდი ათი დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციას აფინანსებს", - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი