საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება
23-02-2017, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2-3 მარტს საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება. ალიანსის 28 წევრი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო წარმომადგენელს, მონტენეგროს სამხედრო წარმომადგენელთან ერთად, სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს. მათ საქართველოში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია უმასპინძლებს.

 


„სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს - ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფს სამხედრო რეკომენდაციები წარუდგინოს.

 


ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხრიდან მკაფიო გზავნილია, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და მის მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ვიზიტი ნატო-საქართველოს ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა. ის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა მხარეებმა სამხედრო საკითხებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროგრესზე იმსჯელონ და ადგილზე, უშუალოდ გაეცნონ ნატო-საქართველოს შორის არსებულ უმაღლესი დონის ურთიერთობებს.

 


ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტამდე, გასულ წელს საქართველოში რამდენიმე მაღალი დონის ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, სექტემბერში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი და ნატო-საქართველოს რიგით მეორე წარმატებული სწავლება ოქტომბერში. ახლახანს კი, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრებმა რეგიონალური უსაფრთხოების სიტუაციასა და შავი ზღვის აუზში გაზრდილი ძალისხმევის შესახებ იმსჯელეს. გარდა ამისა, 2017 წლის მაისში საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს.

 


საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას და გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას პირისპირ შეხვდება.

 

 

სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ საქართველოს მონაწილეობით ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. დაგეგმილია ალიანსის სამხედრო კომიტეტის სტუმრობა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), სადაც ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა საჩვენებელი წვრთნა გაიმართება.

 

 

სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის სამხედრო წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მოედანზე გვირგვინით შემკობის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას და პატივს მიაგებს მშვიდობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლთა ხსოვნას. კომიტეტის წარმომადგენლებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას მოინახულონ", - აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი