ეკონომიკის მინისტრი უჩა მამაცაშვილის კომპანიისთვის ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემაზე კომენტარს აკეთებს
24-03-2015, 08:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც უჩა მამაცაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემა სიმბოლურ ფასად მოხდა. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს “ნაცონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნულმა კომპანიამ 45 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

 
“ძალიან მაკვირვებს ის ორმაგი სტანდარტი, რომლის მომსწრეც ყველანი გავხდით. ჯერ ერთი, პირდაპირი მიყიდვების პრაქტიკა და სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემა დაიწყო წინა ხელისუფლების დროს. შემიძლია, წარმოგიდგინოთ კომპანიების დიდი სია, რომლებსაც ქონება პირდაპირი შესყიდვით გადაეცათ, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ მომსწრე ვართ კამპანიისა და სპეკულაციებისა, თუ რატომ არ დებს ბიძინა ივანიშვილი უცხოური ვალუტით ინვესტიციებს, რომ გამყარდეს ეროვნული ვალუტა და ა.შ. ჩვენ მიერ გადაცემულ მიწაზე 45 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი, 100-ზე მეტი ადამიანი უკვე დასაქმებულია და 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელებულია. საჯაროდ ვაცხადებ, თუ ვინმე არა ამ პირობებით, არამედ ამის ნახევარი პირობებით განახორციელებს სასათბურე მეურნეობებში, სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებს, მთავრობა მზად არის, არა მხოლოდ სიმბოლურ ფასად გადასცეს ქონება, არამედ მიუყვანოს ინფრასტრუქტურა – გაზი, ელექტროენერგია, წყალი და გზა, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენ ამ შემთხვევაში არ გაგვიკეთებია. ეს არის მთავრობის პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ჩვენ ნებისმიერი ინვესტორის მისამართით ვახორციელებთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დაამატა: “რაც შეეხება კომპანიას, რომელიც ნახსენები იყო. აქაც არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ეს არის შვილობილი ორგანიზაცია თანაინვესტირების ფონდის, თანაინვესტირების ფონდში, კერძოდ ამ პროექტში კი მფლობელები არიან როგორც ქრთული, ისე ფრანგული კომპანიები. ასე რომ, ეს არის ფაქტების სრული დამახინჯება. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.


“ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროგრამა “აწარმოე საქართველოში” “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა.

 
აღნიშნულთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “აწარმოე საქართველოში” გამოყენებით ბიძინა ივანიშვილმა ერთ ლარად ჩაიგდო ხელში ორ მილიონ ნახევრის ღირებულების უძრავი ქონება.


“ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ დიდი ზარ-ზეიმით ამცნო საქართველოს თავისი ახალი ინიციატივების “აწარმოე საქართველოში” და თანაინვესტირების ფონდის შესახებ. ამ ახალი ინიციატივების აზრი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკის ამუშავება და შედეგად საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. რეალურად კი, როგორც ჩვენ გუშინ წარმოგიდგინეთ, “ქართულმა ოცნებამ” ეს პროგრამები თავისი წევრების და ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა.

 
2014 წლის 26 აგვისტოს მთავრობის #1477 დადგენილებით პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გარდაბანში, კაპანახჩში მდებარე 350 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – 81.15.20.316) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაციას” (ს/კ 404469865).
სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაცია” 2014 წლის 3 აპრილსაა რეგისტრირებული და დღეის მდგომარეობით მისი 100% წილის მფლობელი შპს “ჯი სი ეფ პარტნიორებია”. თავის მხრივ “ჯი სი ეფ პარტნიორი” 2013 წლის 25 მაისს დაფუძნდა და დღეს მის 50-50% მფლობელი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი უჩა მამაცაშვილი და თანაინვესტორების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩანაშვილია, ეს უკანასკნელი კომპანიის გენერალური დირექტორიცაა.

 
ფაქტობრივად, მოსახლეობის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ბიძინა ივანიშვილმა არა თუ არ დააბანდა საქართველოს ეკონომიკაში საკუთარი თანხები, არამედ პროგრამა “აწარმოე საქართველოში” გამოყენებით ერთ ლარად ჩაიგდო ხელში ორ მილიონ ნახევრის ღირებულების უძრავი ქონება”, – ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 12
#12   techmartin
      
First You got a great blog .I will be interested in more similar topics. i see you got really very useful topics, i will be always checking your blog thanks. tournament choice foosball table prices
4 ოქტომბერი 2022 12:42
#11   techmartin
      
Wow! Such an amazing and helpful post this is. I really really love it. It's so good and so awesome. I am just amazed. I hope that you continue to do your work like this in the future also. হাসির ছন্দ
1 ოქტომბერი 2022 12:22
#10   techmartin
      
Wow! Such an amazing and helpful post this is. I really really love it. It's so good and so awesome. I am just amazed. I hope that you continue to do your work like this in the future also. Top IAS Coaching in Delhi
23 სექტემბერი 2022 00:50
#9   techmartin
      
Writing with style and getting good compliments on the article is quite hard, to be honest.But you've done it so calmly and with so cool feeling and you've nailed the job. This article is possessed with style and I am giving good compliment. Best! how to create a dark academia outfit
21 სექტემბერი 2022 19:47
#8   techmartin
      
Wow! Such an amazing and helpful post this is. I really really love it. It's so good and so awesome. I am just amazed. I hope that you continue to do your work like this in the future also. sbobet alternatif
11 სექტემბერი 2022 16:56
#7   henry henry
      
I have really learned some new things through your blog post. Also a thing to I have noticed is that normally, FSBO sellers can reject an individual. Remember, they’d prefer to never use your expert services. But if you maintain a steady, professional romance, offering help and remaining in contact for about four to five weeks, you will usually have the capacity to win a meeting. From there, a listing follows. Thanks
Bestseller
8 სექტემბერი 2022 15:44
#6   techmartin
      
Wonderful illustrated information. I thank you about that. No doubt it will be very useful for my future projects. Would like to see some other posts on the same subject! routing number 021000021
4 სექტემბერი 2022 22:16
#5   techmartin
      
What a really awesome post this is. Truly, one of the best posts I've ever witnessed to see in my whole life. Wow, just keep it up. Ellevet CBD Oil For Dogs
4 სექტემბერი 2022 00:27
#4   techmartin
      
NIKE נעלי נייק דגמים חדשים ומותגי יוקרה במחירים מנצחים לכל כיס
נייק ישראל
3 სექტემბერი 2022 17:47
#3   techmartin
      
ОТДЫХ ВСЕЙ СЕМЬЕЙ Особое внимание мы уделили детским программам, чтобы Вы могли полноценно расслабиться и насладиться отпуском. Беляус
25 აგვისტო 2022 18:04
#2   techmartin
      
Writing with style and getting good compliments on the article is quite hard, to be honest.But you've done it so calmly and with so cool feeling and you've nailed the job. This article is possessed with style and I am giving good compliment. Best! innosilicon a11 pro sale
23 აგვისტო 2022 02:16
#1   tech
      
I’m happy I located this blog! From time to time, students want to cognitive the keys of productive literary essays composing. Your first-class knowledge about this good post can become a proper basis for such people. nice one หวยหนังสือพิมพ์

Wow! Such an amazing and helpful post this is. I really really love it. It's so good and so awesome. I am just amazed. I hope that you continue to do your work like this in the future also. joker
3 ივნისი 2022 23:14
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი