შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არასრულწლოვნებისა და ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირებისთვის დამატებითი სერვისები დაინერგება
23-02-2017, 23:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პირობების გაუმჯობესებისა და სათანადო სერვისით უზრუნველყოფის თემაზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ კონფერენცია ჩატარდა.

 

 

ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათი ცნობით, კონფერენციის მონაწილეებმა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობა, ახლად დამტკიცებული რეგულაციები და დანერგილი სიახლეები განიხილეს. ღონისძიებაზე გაიმართა ახალი პროექტის პრეზენტაცია, რაც დაკავებული არასრულწლოვნებისა და ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.

 

 

კონფერენცია ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და დახურილი ტიპის დაწესებულებებში“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი იყო საქართველოს შს სამინისტროს მხარდაჭერა, დროებითი მოთავსების იზოლატორების შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

 

 

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი