დღემდე რეალურად თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი დარღვეულია, - აღნიშნული განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით არსებობს ხარვეზები, რაზეც ომბუდსმენის აპარატმა არაერთხელ მიუთითა საგამოძიებო ორგანოებს.
„იმედი მაქვს, რომ ადვოკატებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი დაცვის ობიექტი დაიცვან და ხელისშეშლა აღარ მოხდეს, რასაც ამ ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდა ადგილი", - აცხადებს ომბუდსმენი.
ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს ფარული ჩანაწერების ნამდვილობის დადგენის მიზნით, ხმის ნიმუშების აღება მოხდება.
ადვოკატები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყება მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.