თბილისის საკრებულომ ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემის შესახებ განკარგულების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა
24-02-2017, 09:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის, ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემის შესახებ განკარგულების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

 

 

სამართლებრივი აქტის გაუქმებას მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა, 29 წინააღმდეგი წავიდა, ერთმა თავი შეიკავა. 

 

 

თბილისის საკრებულოს სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილების გაუქმებას და მიწის თბილისისთვის დაბრუნებას ითხოვდა.

 

 

„ბატონმა თედო კობახიძემ მოგვმართა თუ რატომ არ შეიტანეთ სასამართლოში აღნიშნული საკითხიო, რომელ სასამართლოში შეგვეტანა? ნატა ნაზღაიძესთან მიგვეტანა თავის ძმის საქმე? ეს არის თქვენი მოთხოვნა? ამ დარბაზში დღეს უნდა იდგეს დავით ნარმანია და დავით ნარმანია უნდა გვცემდეს პასუხს, მაგრამ კანონის უხეში დარღვევით, სწორედ იმიტომ რომ ამ ადამიანს არ გააჩნია პასუხები, ვერ მობრძანდა საკრებულოში. ეს არის დანაშაულებების მთელი კასკადი,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

 

 

მათ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ უპასუხა. მისი თქმით, წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელიც ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდად აქცევს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი