პარლამენტმა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით მიიღო
24-02-2017, 09:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტმა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით მიიღო.

 

 

საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტის - „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ” მხარდამჭერი 84 ხოლო მოწინააღმდეგე 5 დეპუტატი იყო.

 

 

საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე დღეს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის პროცედურა დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა განხილვა არა მუხლობრივად, არამედ თავების მიხედვით მომხდარიყო, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

 


ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის პროტესტზე საუბრისას აღნიშნა, რომ უმცირესობას პირველი მოსმენისას გამოყენებული პრაქტიკის გამეორება და განხილვის პროცესის დროში გაწელვა სურს.

 

 

„ევროპულმა საქართველომ" სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი