ლევან იზორია: ჩვენი მთავარი მისია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ამ მისიის შესასრულებლად მუდმივ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ
24-02-2017, 09:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალი გაიხსნა.

 


მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს. ღონისძიება დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე გაიმართა.

 


ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი დაესწრნენ.

 


ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა მიმართეს.

 


„მინდა პატივი მივაგო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს ქვეყანას იცავდა და ვინც მომავალში დაიცავს. ამ ადამიანებს ძალიან პატარა, მაგრამ მართლაც დიდი ქვეყნის ისტორიის დასაცავად უთანასწორო ბრძოლაში მოუწიათ ჩართვა. ისინი ხშირად ბევრად ძლიერ მტერს უპირისპირდებოდნენ, თუმცა სწორედ მათი საშუალებით ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებდით საუკუნეების განმავლობაში და მომავალშიც გავიმარჯვებთ. დიდება იმ წინაპრებს, ვინც ჩვენამდე მოიყვანა ეს ქვეყანა და მადლობა იმ ადამიანებს, ვის მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის დაცვა. მტერი ჩვენზე ვერ გაიმარჯვებს და ამის ნიშანია თუნდაც დღეს, ჩვენი აქ ყონფა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის არსებობა და ის ადამიანები, ვინც ამ სასწავლებელში იზრდებიან ჩვენი ქვეყნის დასაცავად“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

 


თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და ყურადღება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, მთავარი მისია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რისთვისაც დაუღალავი შრომაა საჭირო:

 

 

„დღეს, ამ მემორიალის გახსნით ვაძლიერებთ ჩვენს მოგონებას იმ თავდადებული გმირების წინაშე, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გაწირეს. ამ გმირებმა გვაჩვენეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა სამშობლო და ამ მაგალითს გვიჩვენებენ ოფიცრები თავიანთი ბრძოლით, შემართებით და პროფესიონალიზმით. ჩვენ დღეს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენი მთავარი მისია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ამ მისიის შესასრულებლად მუდმივ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ. თავდაცვის უწყება, რა თქმა უნდა, ქვეყნის მთავარსარდალთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის იყოს, რადგან ჩვენი თავისუფლების დაცვის ხარისხი მტრის შეტევის თავიდან ასაცილებლად სწორედ ჩვენს მდგრადობაში, თავდაცვისუნარიანობაში და სამხედრო მზადყოფნაშია. ამ მიმართულებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად უმნიშვნელოვანეს პროგრამას, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას ვიწყებთ. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ენერგიის განმტკიცების საქმეში. ასევე, მინდა სიმაყით აღვნიშნო, რომ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში მოვისმინე სიტყვები, რომლებიც პირველ რიგში ჩვენ ბიჭებს, ჩვენს გმირებს უკავშირდება და ეს არის სიტყვები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მოწინავეს, პროფესიონალს, სანდრო პარტნიორს და გაბედულს ხდის ზოგადსაკაცობრიო და თავისუფლების განმტკიცების საქმეში“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 


ღონისძიება 1919-1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა, რომლებიც თავდადების, ღირსებისა და პროფესიული მოვალეობისადმი ერთგულების სიმბოლოს წარმოადგენენ. ბრძოლაში სხვადასხვა დროს ქართველ იუნკერთა სამხედრო სკოლის იუნკრები მონაწილეობდნენ. დაღუპულ გმირებს შორის, დანარჩენ გმირებთან ერთად 22 წლის იუნკერი შალვა ერისთავი და ბრძოლაში მოხალისედ წასული პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი, მარო მაყაშვილი იყო.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი