ადვოკატი მიხეილ რამიშვილი: საფრთხის წინაშე დგას მამა გიორგის სიცოცხლე
24-02-2017, 12:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საფრთხის წინაშე დგას მამა გიორგის სიცოცხლე,“- აღნიშნული განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

 

 

ადვოკატის თქმით, მიუხედავად დაცვის მხარის კატეგორიული მოთხოვნისა, რომ დღესვე მომხდარიყო დეკანოზის დაკითხვა, პროკურატურამ ეს არ გააკეთა. აღნიშნულის გამო, რამიშვილი პროკურატურას საქმის სპეციალურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

 

 

ადვოკატი სახალხო დამცველს, პრემიერსა და პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ მოხდეს როგორც დაკავებული დეკანოზის, ისე მისი ოჯახისა და ადვოკატების უსაფრთხოების დაცვა.

 

 

„მამა გიორგი აცხადებდა, რომ მზად იყო დილამდე დაუყოვნებლივ მიეცა სრულყოფილი ჩვენება. როგორც კი ნიმუშების აღება დასრულდა და მოვემზადეთ ჩვენების მისაცემად, პროკურატურის წარმომადგენლებმა დააპირეს წასვლა. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ დაკითხვა და მათ გადაწყვიტეს ვაჭრობა. ჩვენ ვითხოვთ სახალხო დამცველისგან, ვინაიდან ხვალ და ზეგ არის დასვენების დღეები და ჩვენ ვერ მოვახერხებთ გიორგი მამალაძესთან შესვლას, ის აუცილებლად ინახულონ. გამოძიება, რომელიც იგნორს აკეთებს, დაიკითხება თუ არა მამა გიორგი, მივიჩნევთ, რომ საფრთხის წინაშე დგას მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი, ადვოკატების უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ პრემიერ მინისტრს, პრეზიდენტს და შესაბამის უწყებებს, ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტებს”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

 

მამა გიორგი მამალაძის მეორე ადვოკატი გიორგი ფანცულაია იმედოვნებს, რომ დეკანოზზე ზეწოლა არ განხორციელდება.

 

 

ე.წ. მატროსოვის ციხეში დაკავებულ დეკანოზთან დღეს გამომძიებლები და ექსპერტები შევიდნენ. მათ დნმ-ის, ხმისა და კალიგრაფიის ნიმუშები აიღეს, რათა მათი შედარება ე.წ. ციანიდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან მოხდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი