ბიზნესომბუდსმენის აპარატი ფადი ასლის მოუწოდებს ბიზნესის „რეკეტისა“ და „შევიწროვების“ კონკრეტული შემთხვევები მიაწოდოს
25-03-2015, 00:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ბიზნესომბუდსმენის აპარატი ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებით, განცხადების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მასში მოაზრებული შემთხვევებიდან, ნაწილზე უკვე დასრულებული იყო ადმინისტრაციული წარმოება გადამხდელის სასარგებლოდ, ნაწილზე – მოგვიანებით დაკმაყოფილდა გადამხდელთა მოთხოვნები, ხოლო ერთ შემთხვევაში – უფლების დარღვევის ფაქტი გადამხდელის მიერ არ დადასტურდა.


“მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დღეს გავრცელდა ბატონი ფადი ასლის განცხადება საქართველოში შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბიზნესის რეკეტსა და შევიწროვებასთან დაკავშირებით. აღნიშნული არ წარმოადგენს მისი მხრიდან გაკეთებულ ანალოგიური შინაარსის პირველ განცხადებას, რომელიც ზოგადი ხასიათისაა და მოკლებულია კონკრეტიკას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბიზნესის შევიწროვების თაობაზე ბატონი ფადი ასლის მიერ გაკეთებული წინა განცხადება (რომელიც ასევე ზოგადი ხასიათის იყო). განცხადებასთან დაკავშირებით, შედგა შესაბამისის კომუნიკაცია საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) ხელმძღვანელთან ფადი ასლისთან. განცხადების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მასში მოაზრებული შემთხვევებიდან, ნაწილზე უკვე დასრულებული იყო ადმინისტრაციული წარმოება გადამხდელის სასარგებლოდ, ნაწილზე – მოგვიანებით დაკმაყოფილდა გადამხდელთა მოთხოვნები, ხოლო ერთ შემთხვევაში – უფლების დარღვევის ფაქტი გადამხდელის მიერ არ დადასტურდა. ჩვენ მზად ვართ, შევისწავლოთ და სათანადო რეაგირება მოვახდინოთ ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა თითოეულ პრობლემაზე. შესაბამისად, მოვუწოდებთ ბატონ ფადი ასლის, ზოგადი ხასიათის განცხადებების ნაცვლად, მოგვაწოდოს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბიზნესის „რეკეტისა“ და „შევიწროვების“ კონკრეტული შემთხვევები, თუკი ის არ იქნება დასაბუთებული, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ განცხადებაში მოყვანილი შეფასებები მოკლებულია რეალურ საფუძველს და არ ემსახურება ბიზნესის ინტერესების დაცვას”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 2
#2   tech
      
Three are usually cheap Ralph Lauren available for sale each and every time you wish to buy. บาคาร่า
6 ივნისი 2022 22:23
#1   tech
      
I have express a few of the articles on your website now, and I really like your style of blogging. I added it to my favorite’s blog site list and will be checking back soon… g2g
22 აპრილი 2022 18:59
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი