ტრამპმა უარი განაცხადა დაესწროს ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელსაც 1924 წლიდან აშშ-ის ყველა მოქმედი პრეზიდენტი ესწრებოდა
26-02-2017, 01:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ იგი არ დაესწრება 29 აპრილს, თეთრ სახლში დაგეგმილ კორესპონდენტების ასოციაციის სადილს.

 

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი არიან ცნობილი ადამიანები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები და მას ჩვეულებისამებრ, აშშ-ის პრეზიდენტიც ესწრება.

 

 

როგორც BBC იუწყება, ტრამპმა 29 აპრილის ღონისძიებაზე არდასწრების განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თეთრმა სახლმა რამდენიმე მთავარ სამაუწყებლო კომპანიასა და გაზეთს პრესკონფერენციაზე დასწრება აუკრძალა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე მედიასაშუალება ამერიკელი ხალხის მტრებად მოიხსენია.

 

 

პარასკევს კი, BBC, CNN, Buzzfeed და The New York Times-ი მათ შორის აღმოჩნდნენ, რომლებიც თეთრ სახლში პრესმდივნის, შონ სპაისერის არაფორმალურ ბრიფინგზე არ შეუშვეს. ბრიფინგიდან რამდენიმე საათში, ტრამპი მძლავრად დაესხა თავს, როგორც მას იგი უწოდებს „ყალბ ახალ ამბებს".

 

 

BBC-ის ცნობით, ტრამპის სამიზნე ის მედიასაშუალებებია, რომლებიც ახალ ამბებს კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ. ტრამპმა განაცხადა, რომ „ყალბი ახალი ამბების" შემქმნელი მედიასაშუალებები „ხალხის მტრები" არიან.

 

 

დონლდ ტრამპმა მისი კორესპონდენტების სადილზე დაუსწრებლობის შესახებ „თვითერით" გამოაცხადა. მან დაწერა: „მე არ დავესწრები თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილს ამ წელს. ყველას კარგად ყოფნას და ჩინებულ საღამოს გისურვებთ".

 

 

Bloomberg News და The New Yorker magazine-ი იმ მედიასაშუალებებს შორის არიან, რომელთაც განაცხადეს, რომ ისინი არ ჩაატარებენ წვეულების შემდგომ ღონისძიებას. გაისმა მოწოდებები ჟურნალისტებისადმი, რომ თავად ღონისძიებას გამოუცხადონ ბოიკოტი.

 

 

1924 წლის შემდეგ, ამერიკის ყოველი მოქმედი პრეზიდენტი კორესპონდენტების სადილს სულ მცირე ერთხელ მაინც დასწრებია. ყოფილი პრეზიდენტი ობამა რვაჯერ დაესწრო. ამ სადილს პრეზიდენტობამდე თავად ტრამპიც ესწრებოდა, მათ შორის 2015 წელსც. 2011 წელს ობამამ იხუმრა, რომ ტრამპი თეთრ სახლს კაზინოდ გადააქცევდა, თუ ის პრეზიდენტი გახდებოდა.

 

 

რეიგანი იყო ბოლო მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც აღნიშნულ სადილს არ დასწრებია, მაგრამ ეს მოხდა 1981 წლის შემდეგ, რაც მას ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს, მაგრამ იგი ღონისძიებას ტელეფონით დაუკავშირდა.

 

 

რიჩარდ ნიქსონი იყო ბოლო პრეზიდენტი, რომელმაც 1972 წელს უბრალოდ გამოტოვა ღონისძიება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი