ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მემორიალური ბინა-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა
27-02-2017, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მემორიალური ბინა-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გახსნა. ექსპოზიცია სიმბოლურად, ვახტანგ ჭაბუკიანის 107-ე დაბადების დღეს მიეძღვნა.

 


თბილისის მერიის ცნობით, მუზეუმი, რომელშიც 4565 ექსპონატია დაცული, ერთი თვის განმავლობაში დახურული იყო. შენობაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, განხორციელდა ექსპონატების აღწერა და რესტავრაცია, ასევე რეექსპოზიცია.

 


მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, პირველად გამოიფინა დიდი ქართველი ბალეტმაისტერის, ვახტანგ ჭაბუკიანის სასცენო კოსტიუმები ისეთი წარმატებული სპექტაკლებიდან, როგორებიცაა - „წითელი ყაყაჩო”, „ცეცხლის ცეკვა მაშხალებით”, „ოტელო”, „რაიმონდა”, „ლაურენსია”, „ტარას ბულბა”, „კორსარი”, „კარმენი”, „დონ-კიხოტი” და „ბაიადერა”.

 


დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წელს, თბილისის მერიის ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანება“ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.

 


„გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, განახლდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ბინა-მუზეუმი, სადაც დღეიდან გამოფენილია ყველა ის საინტერესო ნივთი და ექსპონატი, რომელიც მის ცხოვრებას და მოღვაწეობას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ექსპოზიცია არაერთ მნახველს გაახარებს და მისცემს იმ, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც დღემდე საზოგადოებისთვის იყო უცნობი,“- განაცხადა თბილისის მერმა.

 


„ღონისძიებაზე დავით ნარმანიასთან ერთად, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია იმყოფებოდნენ. მუზეუმს დღეს ის ადამიანებიც სტუმრობდნენ, ვინც ცნობილ ბალეტმაისტერს პირადად იცნობდა, მასთან პროფესია ან მეგობრობა აკავშირებდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კომპოზიტორ შალვა დავითაშვილის ოჯახი ჭაბუკიანის მუზეუმს პირად არქივში დაცულ უნიკალურ ჩანაწერს გადასცემს, რომელშიც ბალეტმაისტერის ინტერვიუ და ფილმი-ბალეტის - ”ლაურენსია” სრული ვერსიაა ასახული.

 


ვახტანგ ჭაბუკიანი ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, სსრკ-ის სახალხო არტისტი და ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელია.

 


ჭაბუკიანი საბალეტო ხელოვნების რეფორმატორად ითვლება. საბალეტო კლასიკასთან ქართული ხალხური ცეკვის შერწყმით მან შექმნა ეროვნული კლასიკური ბალეტის თავისებური სახეობა. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ შესრულებულ ოტელოს პარტიას, სადაც ერთმანეთს შეერწყა მოქმედი ცეკვა და პანტომიმა.

 


ვახტანგ ჭაბუკიანმა პირველი საკონცერტო ნომერი – „ცეცხლის ცეკვა“ 15 წლის ასაკში დადგა, საგმირო ხასიათის ცეკვებზე კი, პირველი განაცხადი ნომრით „ცეცხლის ცეკვა მაშხალებით“ გააკეთა, რომელიც 1929 წელს, ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებლის გამოსაშვები საღამოსთვის დადგა და შეასრულა.

 


ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანება“ 2016 წლის 29 ივლისს დაფუძნდა და წარმოადგენს თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც 9 დამოუკიდებელი მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას გულისხმობს. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველად გვევლინება", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი