თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას თემურ ქოჩიაშვილი შეასრულებს
28-02-2017, 00:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას თემურ ქოჩიაშვილი შეასრულებს. ამის შესახებ Guardian.ge-ს თერჯოლის გამგეობიდან აცნობეს. ქოჩიაშვილი ყოფილი გამგებლის პირველი მოადგილე იყო და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირის პოსტი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც თეიმურაზ ჯაფარიძემ გამგებლის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 

 

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე უძღვებოდა. ჩუბინიძემ საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი - თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, თეიმურაზ ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი წარუდგინა.

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელმა, ავთანდილ ჩუბინიძემ საკრებულოს სხდომას გააცნო თეიმურაზ ჯაფარიძის 2017 წლის 23 თებერვლის N45/793 განცხადება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის გამგებელი პირადი განცხადების საფუძველზე საკრებულოს წინაშე იხსნის უფლებამოსილებას.

 

 

საკრებულომ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღო ცნობად კენჭისყრის გარეშე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს უფლებამოსილება შეუწყდა 2017 წლის 24 თებერვლიდან.

 

 

რაც შეეხება გამგებლის მოვალეობის შესრულებას, დარჩენილ პერიოდში, 2014 წლის მოწვევის საკრებულოს ვადით შეასრულებს გამგებლის პირველი მოადგილე თეიმურაზ ქოჩიაშვილი საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-5 და მე-10 ნაწილების თანახმად, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები გამგებლის რიგგარეშე არჩევნები არ იმართება", - აღნიშნულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 3
#3   თეიმურაზი
      
ვულოცავთ ბატონ თემურ ქოჩიაშვილს! ალბათ თერჯოლაში უკეთესი პიროვნება არ მოიძებნებოდა.

ვულოცავთ ბატონ თემურ ქოჩიაშვილს სამსახურეობრივ წინსვლას.ბატონი თემური ღირსეული თერჯოლელია
2 მარტი 2017 10:57
#2   ვლადიმერ რობაქიძე
      
მივესალმები ბატონ თემურ ქოჩიაშვილის, ბრწყინვსალე კადრია გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად მისი დანიშვნა. მან კარგად იცის რაიონის პრობლემები და იმედი მაქვს რომ წარმატებით გაართმევს თავს ყველა პრობლემის მოგვარებას. წარმატებებს უსურვებ ბატონ თემურს.
28 თებერვალი 2017 07:27
#1   რომანი გელიაშვილი
      
მივესალმები ბატონი თემურის გამგებლის მოვალების შემსრულებლად დანიშვნას. მას საგადასახადო ინსპექციიდან ვიცნობ და კარგი კვალიფიკაციის ადამიანია. რაც მთავარია, იგი თერჯოლელია და გათავისებული აქვს რაიონის პრობლემები. გამოვხატავდი სურვილს, რომ მან იზრუნოს სოფლების წყალმომარაგებასა და კანალიზაციაძე. სირცხვილია, დღეს, წყალი არ ქონდეს მოსახლეობას. ზაფხულობით , გვალვევის გამო დასალევი წყალიც კი არ არის. მე 4 წლის წინ ვმონაწილეობდი ამ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში და ჩემს პროგრამაში იყო ამ უდიდესი პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. წარმატებებს ვუსურვებ ბათონ თემურს!
28 თებერვალი 2017 02:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2017 წლის 23 აგვისტოდან არასაემიგრაციო ვიზების გაცემის მთელი რუსეთის მასშტაბით შეჩერებასთან დაკვშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ამერიკელ მოქალაქეებს რუსული ვიზების მიღების პროცედურას არ გაურთულებს.

თვითმკვლელი ქამრის მატარებელი მამაკაცი, რომლის ლიკვიდაციაც ესპანეთის პოლიციამ სულ ახლახან მოახდინა, ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილი, 22 წლის იოუნს აბოუიაყუბია. ინფორმაციას ესპანური მედია ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყველაზე კითხვადი
  1. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ვერ იმსახურებენ „ვერც ერთ თანამდებობაზე“ აშშ-ის არმიაში
  2. მიხეილ სააკაშვილი: ქართველი ხალხი გამოვა ქუჩებში და გააძევებს ივანიშვილს, როგორც კი მე გამოვჩნდები თბილისში
  3. ნიკა მელიამ მაიკ პენსს უთხრა: „ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ხელისუფლება იმართება ‘გაზპრომის’ აქციონერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელსაც არ უკავია არავითარი ოფიციალური თანამდებობა“
  4. ალექსეი სტოლიაროვმა განაცხადა, რომ მინისტრ მღებრიშვილთან სააკაშვილზე ჩაწერილი სატელეფონო საუბარი ნამდვილია და ის „შეუძლია გადასცეს ნებისმიერ ექსპერტიზას“
  5. ოფიციალურმა ფხენიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე რაკეტების დარტყმის გეგმა „აგვისტოს შუა პერიოდისთვის“ იქნება მზად
  6. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ფასად უნდა შეჩერდეს რადიკალური ისლამისტური ტერორიზმი
  7. ლადო პაპავა ჯეჯელავას წინააღმდეგ: „გასაგებია, რომ პრემიერ მინისტრი კრონიზმის სენითაა დაავადებული, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ხომ ჰყავს სხვა ლიდერებიც, მათ რაღა დაემართათ?“
  8. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო კონფლიქტის ალბათობა ძალიან მაღალია
  9. ამერიკის შეერთებული შტატები მთელი რუსეთის მასშტაბით აჩერებს არასაემიგრაციო ვიზების გაცემას
  10. კიმ ჩენ ინმა აშშ-ის ტერიტორიის, გუამის მიმართულებით რაკეტების გაშვების გადაწყვეტილება გადადო
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი