„უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მისი დარღვევისა და სხვა დარღვევებისგან გამომდინარე რასაც მე ვხედავ, რა თქმა უნდა, პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ, რომელიც მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა.
მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაკითხვა, სავარაუდოდ, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.
მისი თქმით, დღეს გაირკვევა, მართავენ თუ არა პროკურატურას „სააპტრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და პრორუსული დამპყრობლური ძალები".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.