გენერალი პეტრ პაველი: საქართველო შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს
02-03-2017, 06:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი ხელმძღვანელობს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალმა პეტრ პაველმა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

„მსურს აღვნიშნო, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა აქტიურ ფაზაშია. გასულ თვეს, რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამჟამად, სამხედრო კომიტეტი სპეციალურ სესიას მართავს საქართველოში. მჯერა, რომ ეს ღონისძიებები ნათლად ადასტურებს ნატო-საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და ნატოს დაინტერესებას საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და ნატოს ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას მოიცავს. ყველა აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია როგორც ნატოსთვის, ისევე საქართველოსთვის. შეხვედრაზე განვიხილავთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს ფართო კონტექსტში. საქართველო შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება და შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“", - განაცხადა გენერალმა.

 

 

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დახვდა.

 

 

„საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ნატოს სამხედრო კომიტეტი გენერალ პეტრ პაველის ხელმძღვანელობით. კომიტეტი 28 ქვეყნის და მონტენეგროს წარმომადგენლებისგან შედგება. გაიმართება კომიტეტის სხდომა. იქნება მაღალი რანგის შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან. შეხვედრებზე განიხილება ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების ამაღლების საკითხები, ასევე, საკითხები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, სწავლებების, განათლების და საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის კუთხით. აღნიშნული ვიზიტი საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. საქართველოს ნატოს შტაბ-ბინაში უკვე გაგზავნილი აქვს შეთავაზებები, თუ რა ფორმით შეუძლია საქართველოს მიიღოს შავი ზღვის უსაფრთხოებაში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში გარკვეული როლი ეკისრება როგორც თავდაცვის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროების არსებულ შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

 

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს უმაღლეს სამხედრო წარმომადგენლების დახვედრის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრნენ ასევე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე.

 

 

„ამ ვიზიტს სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ადასტურებს ნატოს ქვეყნების საქართველოს მხარდაჭერას და წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიცაა უსაფრთხოების, ნატო-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და თავდაცვის აღმშენებლობის სკოლა. შეხვედრაზე ასევე განიხილება შავი ზღვის საკითხიც“, - განაცხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში უილიამ ლაჰიუმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი