ნატოს სამხედრო კომიტეტი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრა
02-03-2017, 09:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს სამხედრო კომიტეტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობით გაგრძელდა. თავდაცვის უწყების ცნობით, JTEC-ში ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციას, გენერალ პეტრ პაველის ხელმძღვანელობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.

 


ვიზიტის სამუშაო ნაწილის დაწყებამდე, სამხედრო კომიტეტის სახელით, გენერალმა პეტრ პაველმა საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო. ნატოს-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პროექტების ხელმძღვანელებმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმა ალიანსის სამხედრო კომიტეტს ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

 


ქართული მხრიდან JTEC-ში სტუმრებს ასევე, დახვდნენ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე და ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

 


JTEC-ში ვიზიტის ბოლოს, ნატოს დელეგაცია ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა სწავლების საჩვენებელ წვრთნას დაესწრო. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის, მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა მოტორიზებული პატრული განახორციელა. სცენარის მიხედვით, საფრთხის აღმოჩენის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებმა ტერიტორიის ქვეითად ინსპექტირების გადაწყვეტილება მიიღო. მოულოდნელ ჩასაფრებაში მოყოლილმა დანაყოფმა პირდაპირ ცეცხლზე რეაგირება განახორციელა. საფრთხის განეიტრალების შემდეგ, კი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საჰაერო ევაკუაცია მოხდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი