ლევან იზორია „რუსთავი 2"-ის საქმეზე: სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას
03-03-2017, 02:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია „რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება საზოგადოების დაკვეთაა და ეს ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება.

 

 

„მე დარწმუნებული ვარ ერთში, რომ „რუსთავი 2“ ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2“, ისევე როგორც სხვა მაუწყებლობაც, თავისუფალი მედიის არსებობის პირობებში გააგრძელებს მოღვაწეობას. ეს არ არის პიროვნებების დაკვეთა, რომ მედია იყოს პლურალისტული, მედია იყოს თავისუფალი, ეს საზოგადოების დაკვეთაა. მთავარი პრინციპი, რაც უკავშირდება თქვენს თავისუფლებას, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, იქნება უზრუნველყოფილი.....

 

 

ჩვენ პატივს ვცემთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, ეს არის დემოკრატიის ქვაკუთხედი. სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის დიდი ლეგიტიმური საფუძვლის მქონე, რომელიც საჭიროებს აღიარებას. არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობები, თუ რომელიმე მხარე არის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მისაღები, რადგან სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა იზორიამ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი