დავით ბაქრაძე: ჩვენ ვართ და ვიქნებით „რუსთავი 2"-ის ოფისის წინ, რომ არავის არ მივცეთ საშუალება ფიზიკურად შევიდეს ოფისში
03-03-2017, 04:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ არ ვპირებთ შევეგუოთ იმ ვითარებას, რომელიც შექმნა გუშინ დაკვეთით ჩატარებულმა სასამართლომ, - აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ეზოში გააკეთა, სადაც ის და მისი პარტიის წევრები ცოტა ხნის წინათ მივიდნენ.

 

 

ბაქრაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ისინი გეგმავენ კონსულტაციების გამართვას არასამთავრობო და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან.

 

 

„ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ ვითარებას, როდესაც ხელისუფლება აპირებს წაიღოს თავისუფალი ტელევიზია, ამიტომ პროტესტი გაგრძელდება. ჩვენ კონსულტაციების პროცესში ვართ - გვექნება კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთანაც, სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც. რაც მთავარია, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პარტიის შიგნით.... ჩვენ ვართ და ვიქნებით „რუსთავი 2"-ის ოფისის წინ, რომ არავის არ მივცეთ საშუალება ფიზიკურად შევიდეს ოფისში და ფიზიკურად განახორციელოს ის უკანონობა, რომელიც გუშინ სასამართლომ გამოიტანა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი