თეა წულუკიანი: ჩვენ, რა თქმა უნდა, მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც გვიწარმოებია ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში
03-03-2017, 13:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინათ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას „რუსთავი 2“-ის მიერ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე პროცესების შესახებ განმარტება გააკეთა.

 

 

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოდან მიღებული კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ დღეს „რუსთავი 2“-მა მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, ამ საქმეს მიენიჭა შესაბამისი ნომერი და „რუსთავი 2“-მა მეორე მხარედ ანუ მოპასუხე მხარედ საქართველოს მთავრობა დაასახელა.

 

 

„რუსთავი 2“-მა სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვა შეტანილ საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, როგორსაც სტრასბურგის სასამართლო დროებით ღონისძებას უწოდებს და მოითხოვა შემდეგი: პირველი - საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილება მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო შეტანილ საჩივარს არ განიხილავს არსებითად და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას; მეორე - აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ან გააადვილოს „რუსთავი 2“-ის დახურვა და მესამე - აეკრძალოს ხელისუფლებას არ შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში.

 

 

„რუსთავი 2“-მა სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები, მათ შორის, სხვადასხვა დროს, სტრასბურგის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ევროპის სახალხო პარტიის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, ამერიკის საელჩოს გუშინდელი განცხადება და ჩვენთან, შიგნით მედიაში გაკეთებული სხვადასხვა განცხადება და თქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილ ღონისძიებას არ გამოიყენებდა, საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ძალადობა და ქაოსი ბევრ სხვა ნეგატიურ მოვლენასთან ერთად. ეს არის ის, რაც მოითხოვა კომპანიამ. სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მათ მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარი, პროცედურა ასეთია, არის უცნობი და ისე, რომ მოპასუხე მხარე, ჩვენ არ ვყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული და ჩვენგან რაიმე ინფორმაცია გამოთხოვილი არ ყოფილა დღის განმავლობაში. ამ მოსამართლემ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომ არა საქმის განხილვის დასრულებამდე, არამედ 8 მარტამდე მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება ნებისმიერი ფორმით, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს, რომელიც გამოიწვევდა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას", - განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ აღნიშნულ საქმეს მოსამართლის მიერ პრიორიტეტი მიენიჭა.

 

 

„8 მარტამდე სასამართლო უნდა შეიკრიბოს და ალბათ, არა უკვე ერთპიროვნულად, ერთი მოსამართლის მონაწილეობით, არამედ კოლეგიური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაფართოვდეს თუ არა სასამართლოს პრაქტიკა ამ ფორმით, გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე, გაგრძელდეს თუ არა დროებითი ღონისძიება და შენარჩუნდეს თუ არა ეს გადაწყვეტილება. ეს არის ის, რაც დღეს მშრალად, ფაქტების მხრივ შეგვიძლია გითხრათ. პროცედურის დაცვით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც გვიწარმოებია ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში", - განმარტა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი