ჩინეთი 2017 წელს სამხედრო ხარჯებს 7%-ით გაზრდის
04-03-2017, 05:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს თავის სამხედრო ხარჯებს 7%-ით გაზრდის. ქვეყანამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტს 10%-ით ზრდის.

 

 

როგორც BBC წერს, ჩინეთი თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას მისი ეკონომიკის გაფართოების ხარჯზე ახორციელებს. ჩინეთის მიერ გამოცხადებული სამხედრო ბიუჯეტი უფრო მცირე რჩება, ვიდრე შეერთებული შტატებისა, მაგრამ ბევრი მიმომხილველი ამტკიცებს, რომ ნამდვილი ციფრები შესაძლოა უფრო მაღალი იყოს.

 

 

ჩინეთის თავდაცვის მთლიანი ხარჯები ქვეყნის 2017 წელს დაგეგმილი მთლიანი შიდა პროდუქტის 1.3%-ს შეადგენს.

 

 

ზუსტი ციფრი ქვეყნის სამხედრო ხარჯებისა წარმოდგენილი იქნება პრემიერ ლი კექიანგის მიერ, როდესაც ის კვირას ეროვნული ხალხის კონგრესს მიმართავს. უფრო ადრე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯებს 10%-ით გაზრდიდა.

 

 

ჩინეთის სამხედრო აღმავლობა და მისი სამხედრო-საზღვაო ძალად ჩამოყალიბება წუხილის მიზეზი გახდა რეგიონში, სადაც ტერიტორიული უთანხმოებანი მზარდ ფორმებს იძენს. პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, იმ ტერიტორიულ წყლებში, რომელზე პრეტენზიას სხვა სახელმწიფოებიც აცხადებენ, ხელოვნურ კუნძულებს ქმნის.

 

 

ჩინეთმა ადრე განაცხადა, რომ არ აქვს კუნძულების მილიტარიზების განზრახულობა, მაგრამ აღიარა, რომ სამხედრო მიმართულების გაძლიერება თავდაცვის მიზნებს ემსახურება. გასული წლის დეკემბერში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ადგილი ჰქონდა ინციდენტს, კერძოდ კი, ჩინეთის გემმა შეერთებული შტატების წყალქვეშა სამხედრო-საზღვაო დრონი შეიპყრო. ინციდენტიდან მალევე, პენტაგონმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების წყალქვეშა დრონი დაბრუნებულია.

 

 

შაბათს, ჩინეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფუ ინგმა განაცხადა, რომ „ჩინეთი მხარს უჭერს სამშვიდობო გადაწყვეტილებების დიალოგს მაშინ, როდესაც ამავე დროს, ჩვენ უნდა ვფლობდეთ შესაძლებლობას, დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ინტერესები".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი