ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
04-03-2017, 06:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 80-იანი წლების შემდეგ, პირველად, მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას ზესტაფონის გამგეობა ავრცელებს.

 

 

მათი ცნობით, მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი 7,5-კმ-იანი გზის აღდგენის პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ არის დაფინანსებული, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

 

 

„აღსანიშნავია, რომ გზას რეაბილიტაცია 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც, ბეტონის საფარი ფაქტობრივად განადგურებული იყო და მასზე გადაადგილება შეუძლებელი. პროექტის დაწყებამდე აღნიშნული მონაკვეთის დაფარვას თითქმის ნახევარი საათი ჭირდებოდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი 7,5-კმ-იანი გზის გავლა 10 წუთში გახდება შესაძლებელი.

 


მშენებლობაზე 60 ადამიანია დასაქმებული. 7,5 კმ-იანი გზის სიგანე 6 მეტრია. პროექტის ფარგლებში, გზის მთლიან მონაკვეთზე მოეწყობა 18-სმ-იანი არმირებული ცემენტობეტონის საფარი, ზედაპირული წყლების აცილების ქსელი, წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის პროფილირებული არხები. ამის გარდა, უსაფრთხოების მიზნით, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მონტაჟი. პროექტი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება", - აღნიშნულია ზესტაფონის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი