ილია მეორე: ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ მწუხარება სიხარულით შეცვალოს
05-03-2017, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებაზე მრევლს  მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა.

 

 

„დღეს არის დიდი დღესასწაული – ზეიმი მართლმადიდებლობისა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობა არის უდიდესი საუნჯე, რომელიც ღმერთმა ჩვენ გვაჩუქა, უდიდესი მადლი, რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგვცა. სარწმუნოება და ტრადიცია ეკლესიისგან განუყოფელია. 100 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ბრძოლა ხატების წინააღმდეგ. 100 წლის შემდეგ, მეშვიდე მსოფლიო კრებამ განაწესა, რომ ხატის თაყვანისცემა კერპთაყვანისცემა არ არის, არამედ ეს არის მადლი ღვთისა, რომელსაც ღმერთი ადამიანს მოუვლენს. ჩვენ ქართველები ბედნიერები ვართ, რომ პირველმა ჩვენ მივიღეთ, ჩვენ ჩაგვაბარა ჩვენ გვაჩუქა და დაგვაჯილდოვა ხატებით უფალმა. გახსოვთ, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას წილად საქართველო ერგო, მას მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა: ხატი გაუგზავნე შენი და შემდეგ ეს ხატი იქნება საქართველოს მფარველიო, რადგან მოახლოებული არს შენი გარდაცვალება. ღვთისმშობელმა დედამ სახეზე მიიდო ფიცარი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე გამოისახა. აწყურის ღვთისმშობელი გამოისახა მაცხოვართან ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ ხატი არის სასუფევლის კარიბჭე, ხატის საშუალებით ჩვენ ვხედავთ სასუფეველს. მადლობა უფალს, რომ მან მრავალი ხატი გვაჩუქა. ხატებთან ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, რომელიც ათონის მთაზე იმყოფება. ჯარისკაცები მივიდნენ ქვრივ ქალთან სახლში, სადაც ეს ხატი იმყოფებოდა, ერთმა ჯარისკაცმა ლახვარი დაარტყა სახეზე და მას სისხლი გადმოუვიდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ინება და ეს ხატი შეუშვეს ზღვაში. შემდეგ ის ივერიის მონასტრის, ქართველების მონასტრის მახლობლად აღმოჩნდა და დღემდე იქ იმყოფება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დადგება ბედნიერი დღე, როცა ხატი საქართველოში ჩამობრძანდება”, - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.

 

 

პატრიარქმა მრევლისთვის მართლმადიდებლობის ზეიმის მილოცვისას აღნიშნა, რომ დღესასწაულთან ერთად, ეკლესიას მწუხარებაც არ აკლია.

 

 

„დავით წინასწარმეტყველმა ასე თქვა: მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა. წარმოიდგინეთ, დავით მეფე ამბობს: მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა. ეს მან თქვა იმიტომ, რომ მრავალი განსაცდელი შეხვდა. ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა. მაგრამ მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა. მწუხარება სიხარულით შეიცვლება და ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ მწუხარება სიხარულით შეცვალოს", - ბრძანა ილია მეორემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი