საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პროკურატურამ დღეს საპატრიარქოდან დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი დოკუმენტაცია ამოიღო.
როგორც იურისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროკურატურის წარმომადგენელი საპატრიარქოში სასამართლო განჩინებით იმყოფებოდა.
„რა ტიპის ინფორმაცია ამოიღეს, მე ამაზე კონკრეტულად ვერ გეტყვით. პროკურატურის წარმომადგენელი იმყოფებოდა ჩვენთან სასამართლო განჩინებით და მათთვის საინტერესო დოკუმენტაცია, რომელსაც კავშირი ჰქონდა მამა გიორგი მამალაძესთან, ამოიღეს”, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.