დონალდ ტრამპმა ახალ საიმიგრაციო ბრძანებას მოაწერა ხელი
06-03-2017, 13:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ ბრძანებას, რომელიც 6 მუსულმანური სახელმწიფოდან მოქალაქეების შეერთებულ შტატებში შესვლას 90 დღით კრძალავს.

 

 

ადრინდელი ბრძანება ერაყსაც მოიცავდა, რომელიც ახლანდელიდან ამოღებულია მას შემდეგ, რაც მის მოქალაქეებზე დამატებითი საკონტროლო დათვალიერების თანხმობა იქნა მიღებული.

 

 

BBC-ის ცნობით, დირექტივა, რომელიც ყველა ლტოლვილზე 120-დღიან აკრძალვას მოიცავს, ძალაში 16 მარტს შევა. წინა ბრძანებამ, რომელიც ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკა, აეროპორტებში დაბნეულობა და მასობრივი პროტესტი გამოიწვია. 

 


რით განსხვავდება ახალი ბრძანება ძველისაგან?

 


ირანის, ლიბიის, სირიის, სომალის, სუდანის და იემენის მოქალაქეები - ერაყელების გამოკლებით - შეერთებულ შტატებში შეშვებისას კვლავ 90-დღიანი აკრძალვის სუბიექტები იქნებიან. ერაყი, რომელიც 27 იანვარს გამოცემული ბრძანების სიაში იყო, ამჟამინდელი ბრძანებიდან ამოიღეს, რადგან თეთრი სახლის ოფიციოზის განცხადებით, მისმა მთავრობამ ვიზის სკრინინგის და მონაცემთა გაზიარების მეთოდები გააძლიერა.

 


ახალი დირექტივის თანახმად, იმ ლტოლვილებს, რომელთა აშშ-ში შეშვებაზე სახელმწიფო დეპარტამენტს უკვე თანხმობა აქვს გაცემული, შეეძლებათ შეერთებულ შტატებში შესვლა. ის ასევე ხსნის სამუდამო აკრძალვას ყველა სირიელ ლტოლვილზე.

 


ახალი ბრძანება უარყოფით გავლენას არ მოახდენს დასახელებული ქვეყნებიდან „მწვანე ბარათების“ მფლობელებზე (შეერთებული შტატების კანონიერ მუდმივ მცხოვრებლებზე).

 


ახალი ბრძანება, წინასაგან განსხვავებით პრიორიტეტს არ აძლევს რელიგიურ უმცირესობებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი