გიგლა აგულაშვილი კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა
7-03-2017, 00:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

 


შეხვედრაზე სამინისტროს მიერ რეგიონში განხორცილებული პროექტები, გარემოსდაცვითი გამოწვევები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

 


მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ალაზნის ჭალის ტყეებში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა, რაც მერქნის უკანონო მოპოვებით, საქონლის არარეგულირებული ძოვებით, ტბორების მოწყობითა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გამოყენებით არის გამოწვეული. ჭალის ტყის ფართობები საგრძნობლად შემცირდა, დარჩენილი ტყეები საკმაოდ დეგრადირებულია და მათი გარემოსდაცვითი ფუნქციები, მედეგობა კატასტროფული მოვლენებისადმი შესუსტებულია.

 


შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორულ გაზომვებზე, ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობაზე, შირაქის ველზე ქარსაფარ ზოლებსა და სამონადირეო მეურნეობებზე", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


ღონისძიებას მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შაბათს, მისი თეთრ სახლში შესვლის 100 დღე საარჩევნო კამპანიის სტილის მიტინგით აღნიშნა - ხმამაღალი შაძახილებით ესალმებოდა მხარდამჭერებს, რეკლამირებას უწევდა მის თავდაპირველ მიღწევებს და თავს ესხმოდა კრიტიკოსებს, რომლებიც მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს ცუდად აფასებდა.

რომის პაპი შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო არსებული დაძაბულობის შესანელებლად საერთაშორისო შუამავლობის საჭიროების მოწოდებას აკეთებს.

ყველაზე კითხვადი
  1. იმდენად აუგ და ბოროტ საქმეს სჩადიან ოსები, რომ რუსეთის ფედერაციის დაშლის შემთხვევაში, საკუთარ ისტორიულ სამშობლოში, ჩრდილო კავკასიაშიც კი ისპობენ დამოუკიდებლობის მოპოვების შანსს
  2. ოფიციალური ფხენიანი: ჩრდილოეთ კორეა მზად არის შეერთებულ შტატებთან ომისათვის, თუკი ტრამპი ამ გზით წავა
  3. ისრაელის შსს-ს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის 17 აპრილიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება
  4. ფხენიანმა მორიგი ბალისტიკური რაკეტა იმ დროს გამოსცადა, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გაერო-ს უშიშროების საბჭო „კატასტროფული შედეგების“ შესახებ გააფრთხილა
  5. ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის სტრატეგია გამოცხადდა
  6. შეერთებულმა შტატებმა სამხედრო-საზღვაო ბომბდამშენი ლეგიონის კორეის ნახევარკუნძულისკენ გადასროლის ბრძანება გასცა
  7. ჩინეთი შიშობს, რომ ჩრდილო კორეასა და აშშ-ს შორის „კონფლიქტმა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში იფეთქოს“
  8. ვლადიმერ ზედგინიძემ ბაქოში მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს ქ. ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
  9. გიორგი კვირიკაშვილი თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, თავი შეიკავონ „წითელი ნუსხით“ დაცული კოლხური ბზის მოჭრისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოიყენონ მის გასამრავლებლად
  10. გათავხედებული ოსი სეპარატისტები ქართულ მიწა-წყალს გვტაცებენ რუსეთის დახმარებით და თან სწორედ 9 აპრილს განუზრახავთ ამ სიყალბის „იურიდიულად“ გაფორმება!
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი