„საზოგადოებრივ მაუწყებელში" არხის სამეურვეო საბჭოს წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. ბორდმა მენეჯმენტის მიერ შეთავაზებული ახალი გეგმა უნდა განიხილოს.
აღნიშნული გეგმა მოქმედი საეთერო ბადის 17 ივლისამდე შენარჩუნებას ითვალისწინებს.
ბორდის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი ახალი გეგმა ძველი გეგმისგან დიდწილად არ განსხვავდება. მერე ნაწილი კი, ფიქრობს, რომ არხის მენეჯმენტმა კრიტერიუმების გათვალისწინებით, ბორდს სრულიად ახალი სტრუქტურა შესთავაზა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.