თბილისში ყოველწლიური, ოთხდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ გაიხსნა. შს სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაში საქართველოსა და 18 ქვეყნის, მათ შორის, პოლონეთის, საბერძნეთის, მოლდოვის, თურქეთის და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენელი პოლიციელი ქალები მონაწილეობენ.
კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გახსნა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დიდი ძალაა, რომ მის რიგებში, მამაკაცებთან ერთად, პროფესიონალი პოლიციელი ქალბატონები არიან. ეს დასავლური სტანდარტია, რომელსაც ვუფრთხილდებით და რომლითაც ვამაყობთ.
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ამოცანა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა უფლებების დასაცავად ჩამოყალიბებული პოლიტიკის რეალიზაციაა. ამ მიზნით, უახლოეს წარსულში რიგი საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებები გატარდა და მომავალშიც განხორციელდება. უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ევროპის საბჭოს ე.წ. „სტამბულის კონვენციის" ხელმოწერა და თანმდევ ნორმატიულ აქტებში, გენდერული მგრძნობელობის გაზრდის კუთხით, შესაბამისი ცვლილებების მომზადება,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
კონფერენციაზე, ასევე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კახეთის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - მაია ჯავახიშვილის ხსოვნას.
კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“, საქართველოს შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველი წლის მარტში იმართება და სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.
კონფერენციის ფარგლებში, ქალი-სამართალდამცველები პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით გაიუმჯობესებენ იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რაც საჭიროა მათი ეფექტიანი მუშაობისთვის და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.