თბილისში მიკროავტობუსით მგზავრობის 40-თეთრიანი ტარიფი ძვირდება
07-03-2017, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თბილისის მიკროავტობუსის” ცნობით, დედაქალაქში, მიკროავტობუსით გადაადგილების გარკვეულ მარშრუტებზე მგზავრობის საფასური იზრდება.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანია ავრცელებს განცხადებას, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

 


როგორც მოგეხსენებათ არის კერძო კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით მგზავრთა გადაყვანას 2011 წლიდან უზრუნველყოფს. კომპანიის კუთვნილ ორიათასამდე მიკროავტობუსზე დასაქმებულია სამიათასამდე მძღოლი, მთლიანად „თბილისის მიკროავტობუსში“ ამჟამად ოთხიათასამდე ადამიანი მუშაობს.

 

 

კომპანიაში ინტენსიური პერიოდულობით მუდმივად მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება: დაზიანებული მიკროავტობუსების შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება. გარდა ამისა „თბილისის მიკროავტობუსი“ ითვალისწინებს მძღოლების ინტერესებსაც და მიუხედავად იმისა, რომ მძღოლსა და კომპანიას შორის არსებული კონტრაქტით სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა მძღოლების მოვალეობაა, მიკროავტობუსის ტექნიკურ სერვისს, რომელიც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული,კომპანია საკუთარ თავზე იღებს.

 

 

ყოველწლიურად, „თბილისის მიკროავტობუსი“, ისეთი ტექნიკური სამუშაოებისთვის როგორიცაა, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში დაზიანებული იატაკის ან სავარძლების შეცვლა, კონდენცირების სისტემაში გაუმართაობის აღმოფხვრა და ა.შ. რამდენიმე ასეულ ათას ლარს ხარჯავს.

 

 

„თბილისის მიკროავტობუსმა“ მგზავრთა გადაყვანის სატარიფო პოლიტიკა ბაზარზე შემოსვლისას 2011 წლისთვის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ რეალობას მოარგო, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ მძიმე რყევები განიცადა, რაც აისახა ყველა იმ პროდუქტზე ფასის მატებით, რომელიც ესაჭიროება მგზავრთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას, კომპანიამ თითქმის ექვსი წლის განმავლობაში სატარიფო პოლიტიკა უცვლელი დატოვა.

 

 

„თბილისის მიკროავტობუსი“ მუდმივად ითვალისწინებს საკუთარი მომხმარებლების ინტერესებს, შესაბამისად იმისთვის, რომ კომპანიის მენეჯმენტმა უზრუნველყოს ბიზნესის გამართულად მუშაობა, გაუმჯობესდეს მგზავრთა გადაყვანის პირობები, მუდმივად გაგრძელდეს ავტოპარკის განახლება და დაცული იყოს კომპანიის ოთხიათასამდე თანამშრომლის შრომითი უფლებები, გადაწყდა მიკროავტობუსით მგზავრობის ძირითადი ტარიფი 0.80 ლარი იყოს შენარჩუნებული, ხოლო მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური გაუთანაბრდეს მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს: 0.40 ლარი გაიზარდოს 0.10 ლარით და 2017 წლის 8 მარტიდან გახდეს 0.50 ლარი. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი