თავდაცვის მინისტრმა ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების დედებს 8 მარტი მიულოცა
08-03-2017, 03:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლევან იზორია დღეს „კამილიელთა ფსიქო-ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ ეწვია, სადაც სამხედრო მოსამსახურეების ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები სარეაბილიტაციო კურსს გადიან. თავდაცვის მინისტრმა ბავშვების დედებს ქალთა საერთაშორისო დღე ყვავილებით და ტკბილეულით მიულოცა.

 

 

სარეაბილიტაციო ცენტრში მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი იმყოფებოდნენ.

 


ცენტრში სარეაბილიტაციო კურსის მორიგ ეტაპს 10 ბავშვი გადის. სარეაბილიტაციო ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მომდევნო სამი თვის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსს 43 ბენეფიციარი გაივლის. პროგრამის ფარგლებში ასზე მეტმა ბავშვმა სარეაბილიტაციო კურსი უკვე გაიარა.

 


„სახელმწიფოს მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავდაცვის უწებიდან აღნიშნულ ოჯახებს ექნებათ განსაკუთრებული მხარდაჭერა, თავდაცვის უწყება თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს სამხედრო მოსამსახურეების სოციალური დახმარებისთვის და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისთვის.

 


სარეაბილიტაციო ცენტრში, განსაკუთრებით იმ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, ვთავაზობთ პირობებს იმისთვის რომ მოხდეს შეძლებისდაგვარად მდგომარეობის შემსუბუქება და ბავშვების გამოჯანმრთელება“. - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 


თავდაცვის მინისტრმა სარეაბილიტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო იმ შესაძლებლობებს, რომლითაც დაავადებული ბავშვების მკურნალობა მიმდინარეობს.

 


„კამილიელთა ფსიქო-ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში“ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციის კურსი 2014 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. ცენტრის დირექტორის კობა კაბოსნიძის განცხადებით, ბენეფიციართა მასშტაბები გაიზარდა და სარეაბილიტაციო კურსს თბილისში რეგიონებიდან ჩამოსული სამხედრო მოსამსახურეების შვილებიც გადიან, რომლებიც მკურნალობის პერიოდში ცენტრში ცხოვრობენ. კურსი პაციენტთათვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ასევე, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას ითვალიწინებს. ამ მიზნით, პაციენტისთვის ინდივიდუალური მკურნალობის პროგრამა მზადდება. გარდა ამისა, მათთვის ცენტრი ფუნქციონირებს ფერწერის, ძერწვის, თიხის თერაპიის, ხატვისა და სხვა ჯგუფები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები თანატოლებთან ერთად სწავლობენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი