ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მოკლული ძმის, კიმ ჩენ ნამის ვაჟის ვიდეო გავრცელდა
08-03-2017, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ინტერნეტით ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გარდაცვლილი ნახევარძმის, კიმ ჩენ ნამის ვაჟის ვიდეო გავრცელდა. მოკლე და ცენზურაგავლილ ვიდეოში ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს: „ჩემი სახელია კიმ ჰან სოლი, ჩრდილო კორეიდან, კიმის ოჯახის ნაწილი“.

 


იგი აცხადებს, რომ მის დედასთან და დასთან ერთად იმყოფება, მაგრამ ადგილსამყოფელს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ მამამისი მოკლეს.

 


ეს არის კიმ ჩენ ნამის ოჯახის პირველი საჯარო კომენტარი მისი მკვლელობის შემდეგ.

 

 

 

 

კიმ ჩენ ნამის მკვლელობის გამო, მზარდი დიპლომატიური სკანდალის ფონზე, ჩრდილოეთ კორეამ მალაიზიელებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა, საპასუხოდ კი მალაიზიამ ქვეყნის დატოვება ჩრდილოეთ კორეის საელჩოს ოფიციალურ პირებს აუკრძალა.

 


ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმა, კიმ ჩენ ნამი მალაიზიის დედაქალაქის, კუალალუმპურის საერთაშორისო აეროპორტში გასულ თვეს მოკლეს.

 


მაშინ როცა მალაიზიას კიმის მკვლელობაში ჩრდილოეთ კორეის მთავრობისთვის პირდაპირ არ წაუყენებია ბრალი, ფართოდ გამოითქმის ეჭვები, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ფხენიანია, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს და ბრალს სდებს მალაიზიას გამოძიების არასწორად წარმართვაში.

 


კიმ ჩენ ნამის მკვლელობის გამო წარმოშობილი სკანდალი - და სკანდალი იმის გამო, თუ ვის აქვს უფლება მოითხოვოს კიმის ცხედარი, რომელიც ჯერ კიდევ მალაიზიის დედაქალაქის მორგშია მოთავსებული - გასული ორი კვირის განმავლობაში სწრაფად იქცა ესკალაციის საგნად.

 


ორთავემ, მალაიზიამ და ჩრდილოეთ კორეამ უკვე გააძევეს ერთმანეთის ელჩები, ხოლო სამშაბათს ჩრდილოეთ კორეამ გამოაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზეზებით, დროებით კრძალავდა მის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი მალაიზიელის ქვეყნიდან გასვლას.

 


ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმა კიმ ჩენ ნამი მაღალტოქსიკური ნივთიერებით იქნა მოკლული. მალაიზიის ოფიციოზის თანახმად, კიმზე თავდასხმისას გამოყენებული იქნა „VX" ნერვის აგენტი (ფოსფორის შემცველი ორგანული ქიმიური ნივთიერება), რომელიც გაერო-ს მიერ კლასიფიცირებულია როგორც მასობრივი განადგურების იარაღი.

 

ინდონეზიელმა ქალმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმის მკვლელობისთვის არის დაპატიმრებული განაცხადა, რომ 400 მალაიზიური რინგიტი (90 აშშ დოლარი) მისცეს იმისათვის, რომ ბავშვური ხუმრობა ჩაედინა - სახეში შეესხურებინა „ზეთის მსგავსი სითხე".



კიმ ჩენ ნამი ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის, აწ გარდაცვლილი კიმ ჩენ ირის უფროსი ვაჟი იყო.

 


2001 წელს კიმი იაპონიაში ყალბი პასპორტით შესვლისას დაიჭირეს. მან უთხრა ოფიციალურ პირებს, რომ იგი ტოკიოს დისნეილენდში სტუმრობას აპირებდა.

 


ერთ დროს კიმ ჩენ ირის მემკვიდრედ მიჩნეული უფროსი ვაჟის მიმართ მამის მხრიდან დამოკიდებულება სავარაუდოდ ამ ინციდენტის გამო შეიცვალა.

 

 

მას შემდეგ რაც მამის მემკვიდრედ მისი ახალგაზრდა ნახევარძმა დასახელდა, კიმ ჩენ ნამი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღარ იმყოფებოდა და იგი მისი დროის უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ, ძირითადად მაკაოში (ჩინეთის ტერიტორიული ერთეული) ატარებდა.

 

 

2011 წელს იაპონიური მედია მის სიტყვებზე დაყრდნობით წერდა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა „დინასტიური მემკვიდრეობის უფლებას“.

 

 

2012 წელს გამოცემულ ერთ-ერთი წიგნში ასევე მოყვანილია მისი სიტყვების ციტატა, სადაც იგი გამოხატავადა რწმენას, რომ მის უმცროს ნახევარძმას ხელმძღვანელობის თვისებები აკლდა, ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემა არ იმუშავებდა და რომ ჩრდილოეთ კორეა არასტაბილური ქვეყანა იყო და ესაჭიროებოდა ჩინეთის მსგავსი ეკონომიკური რეფორმები.

 


გავრცელებული ცნობით, იგი წარსულში მკვლელობის სამიზნე იყო. 2012 წელს სამხრეთ კორეაში გასამართლებულმა ჩრდილო კორეელმა ჯაშუშმა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღიარა, რომ კიმ ჩენ ნამის საწინააღმდეგოდ სატრანსპორტო ინციდენტის მოწყობის ორგანიზებას ცდილობდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი