საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის განცხადებით, საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
მისი განცხადებით, საქართველოს პატრიარქი „ძალიან მნიშვნელოვან" ფიგურას წარმოადგენს, რომელიც მისივე შეფასებით, ერის გამაერთიანებლის როლს თამაშობს.
„საქართველოს პატრიარქი ილია მეორე წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ფიგურას. რასაკვირველია, პირველ რიგში, ერის გამაერთიანებლის როლს თამაშობს, ის ტოლერანტობის და სათნოების მაგალითია. მე პირადად ვლოცულობ მისი ჯანმრთელობისთვის, ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს", - განაცხადა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.