სასამართლომ 55 წლის მამისა და 78 წლის ბებიის ცემაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
09-03-2017, 09:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ ოჯახის წევრებზე ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

 

 

„სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის  წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დავით ჩუბინიძე დამნაშავედ სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. 

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 10 იანვარს, ვანის რაიონის სოფელ ამაღლებაში, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევმა მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დავით ჩუბინიძემ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში  სცემა  55 წლის მამა და 78 წლის ბებია, ხოლო შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

 

დავით ჩუბინიძის მიერ ჩადენილი ძალადობის შედეგად აღნიშნულმა პირებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები და განიცადეს ფიზიკური ტკივილი. 

 


ვინაიდან დავით ჩუბინიძე თავს არიდებდა გამოძიებას, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რამაც გამოიწვია მათი ფიზიკური ტკივილი) და მის მიმართ გამოცხადდა  ძებნა. ძებნილი დავით ჩუბინიძე სამართალდამცველებმა 2017 წლის 21 იანვარს ვანის რაიონის სოფელ ამაღლებაში დააკავეს.

 


სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", ნათქვამია განცხადებაში.


 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი