ილია მეორემ წმინდა სინოდის სხდომაზე განაცხადა, რომ „მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები“
9-03-2017, 11:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე „მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები“.

 


განჩინებაში აღნიშნულია, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს. ითქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს (მოციქულთა 34-ე და 55-ე; ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-9; მეორე მსოფლიო კრების მე-6 და ტრულის კრების მე-20 კანონი), რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთის მომტანი როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის“.

 


წმინდა სინოდის სხდომაზე საპასუხო სიტყვა მიეცა ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს. იგი შეეცადა თავისი პოზიციების დაცვას. მღვდელმთავრებმა მას მხარი არ დაუჭირეს.

 

 

წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიეცეს გაფრთხილება და გათავისუფლდეს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან.

 

 

„წმინდა სინოდმა ასევე იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის თაობაზე. განაჩინეს: წმინდა სინოდი ენდობა გამოძიებას და იმედოვნებს, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, იგი მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართება და დროულად დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება“, - ნათქვამია განჩინების ტექსტში.

 

 

წმინდა სინოდის 9 მარტის განჩინება საზოგადოებას წმინდა სინოდის სხდომის მდივანმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გააცნო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ვესტმინისტერზე თავდასხმის განმახორციელებელი მამაკაცის ვინაობა დაასახელა. იგი 52 წლის ხალიდ მასუდია, რომელიც პოლიციამ თავდასხმისას ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ტერორისტები შეეცადნენ რუსეთის გვარდიის სამხედრო ნაწილზე თავდასხმას, განუცხადა „რია ნოვოსტის“ წყარომ ძალოვანი უწყებიდან.

ყველაზე კითხვადი
  1. ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტი: ვიდრე „რუსთავი 2"-ის ბედი არ გაირკვევა, ვიზა-ლიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს
  2. მიხეილ სააკაშვილი: მე ვარ ძალიან გაბრაზებული საქართველოს მტრებზე - ივანიშვილზე, რომელმაც პრაქტიკულად ნულზე დაიყვანა ის, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში შევქმენით
  3. ქვემო და ზემო სვანეთის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება - ლენტეხი და მესტია ერთმანეთს შესაძლოა, 6-კმ-იანი გვირაბითაც დაუკავშირდნენ
  4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
  5. „მესამე პრემიერის“ კანდიდატურის ძებნას აზრი არ აქვს... მიმდინარე პროცესების ლეგიტიმური განვითარება შესაძლებელია, თუ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება პრემიერ მინისტრის პოსტზე
  6. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას თემურ ქოჩიაშვილი შეასრულებს
  7. ეკა ბესელია: „ბათუმის მოვლენები - ეს ნაც მოძრაობის ხელწერაა!“
  8. მაკა ჩიჩუა: პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს „რუსთავი 2"-მა იმუშაოს
  9. საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლები: უმორჩილესად ვთხოვთ პატრიარქს, „ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე
  10. ილია მეორემ წმინდა სინოდის სხდომაზე განაცხადა, რომ „მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები“
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი