სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა სტამბულში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას CNN TURK-ი ავრცელებს.
ვერტმფრენი ათათურქის სახელობის აეროპორტის დატოვებიდან 5 წუთში ქალაქის გარეუბანში, ავტომაგისტრალზე ჩავარდა.
კატასტროფა ადგილობრივი დროით, 11:21 საათზე მოხდა. ბორტზე სულ 7 ადამიანი, მათ შორის, რუსეთის 4 მოქალაქე იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო დანაყოფებია მობილიზებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.