ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების" თანამშრომლებს დაემშვიდობა.
„ადამიანი ჯერ უნდა იყო კაცი და მერე სასულიერო პირი. თუ სასულიერო პირი გახდი, ეს არ ნიშნავს, რომ კარგი კაცი აღარ უნდა იყო. ყველა პროფესიის ადამიანი, რომელი პროფესიისაც უნდა იყოს, ეკონომისტი თუ ჟურნალისტი, ჯერ კაცი უნდა იყოს და შემდეგ იქნება პროფესიაში”, - მიმართა თანამშრომლებს მიტროპოლიტმა.
წმინდა სინოდმა გუშინ მეუფე პეტრე ცაავა ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.