გამოძიების ინფორმაციით, „ეარბას А-320“-ის კატასტროფა 28 წლის პილოტმა, ანდრეას ლუბიცმა მოაწყო
27-03-2015, 01:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ცნობილი გახდა „ეარბას А-320“-ის მეორე პილოტის ვინაობა, რომელსაც, მარსელის პროკურატურის აზრით, შეიძლება ავიაკატასტროფა გამოეწვია. ის გერმანიის მოქალაქე, 28 წლის ანდრეას ლუბიცია.


გამოძიების ინფორმაციით, რომელიც „შავი ყუთის“ შესწავლის შემდეგ გავრცელდა, ლუბიცი კატასტროფის დროს პილოტის კაბინაში მარტო იმყოფებოდა და მან თვითმფრინავის დაშვება შეგნებულად განახორციელა. გამოძიების მასალების მიხედვით, დაშვების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ხომალდის კაპიტანმა ლუბიცს ავიალაინერის მართვა გადასცა და თვითონ კაბინიდან გავიდა.



„ამის შემდეგ ისმის, რომ პილოტის სავარძელი უკან იწევა – ეს ნიშნავს, რომ კაპიტანმა კაბინა დატოვა. კაბინაში დაბრუნება პირველმა პილოტმა ვეღარ შეძლო. კარის გახსნის თხოვნას მეორე პილოტი არ პასუხობდა. 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ -იორკში მომხდარი ტერაქტების შემდეგ თვითმფრინავის კაბინის კარი გარედან არ იხსნება. ამის შემდეგ ხომალდის მეთურმა კარის შენგრევა სცადა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა“, – განაცხადა მარსელის პროკურორმა.


პროკურორის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერის ბოლომდე პილოტების სუნთქვის ხმები ისმის. ასე, რომ გამომძიებელთა აზრით, ანდრეას ლუბიცმა ლაინერის დაშვება შეგნებულად დაიწყო. ბრიუს რობინის თქმით, ტერმინი „თვითმკვლელობა“ მხოლოდ ერთი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში გამოიყენება. „ამ ტერმინს მოცემულ შემთხვევაში მე არ ვიხმარდი“, – ამბობს რობინი. გამოძიების ინფორმაციით, ანდრეას ლუბიცმა A320-ზე რამდენიმე თვე იმუშავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი