დონალდ ტრამპმა პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი თეთრ სახლში მიიწვია
10-03-2017, 23:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი თეთრ სახლში მიიწვია. აღნიშნულის შესახებ განცხადება აბასის წარმომადგენელმა მას მერე გააკეთა, რაც აბასს და ტრამპს შორის, ამ უკანასკნელის საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ, პარასკევს პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა.

 


„პრეზიდენტმა ტრამპმა ოფიციალური მიწვევა შესთავაზა პრეზიდენტ აბასს, მალე ესტუმროს თეთრ სახლს, რათა განიხილონ პოლიტიკური პროცესის განახლების გზები, ხაზი გაუსვა მის ერთგულებას სამშვიდობო პროცესისადმი, რომელიც პალესტინელებს და ისრაელელებს ნამდვილი მშვიდობისკენ წაიყვანს“, განაცხადა აბასის წარმომადგენელმა ნაბილ აბუ რდაინაჰმა.

 


თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა მოგვიანებით ვაშინგტონში დაადასტურა, რომ ტრამპმა დაპატიჟა აბასი თეთრ სახლში შეხვედრაზე, რომელიც ძალიან მალე უნდა შედგეს.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პალესტინელები შეწუხებულნი არიან ვაშინგტონის მიერ ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ უფრო კეთილმოსურნე მიდგომის გამო.

 


20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ ნეთანიაჰუ და ტრამპი ტელეფონით ერთამენთს სულ მცირე 2-ჯერ მაინც ესაუბრნენ და გასულ თვეს ისრაელის პრემიერ მინისტრი ვაშინგტონში ვიზიტად იმყოფებოდა. უფრო ადრე კი, 2016 წლის ნოემბერში ნეთანიაჰუ ნიუ იორკში არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა.

 

 

გასული წლის სექტემბერში კი ტრამპმა ისრაელის პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შეერთებული შტატები "იერუსალიმს ისრაელის სახელმწიფოს განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს" 

 


პალესტინის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ აბასი ხაზს გაუსვამს მის წუხილს ისრაელის მიერ ოკუპირებულ მიწაზე ახალაშენების მშენებლობასთან დაკავშირებით და კონფლიქტში ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტის საჭიროებას.

 


პალესტინის ახალი ამბების ოფიციალური ვებგვერდის WAFA -ის თანახმად, აბუ რდაინაჰმა განაცხადა: „პრეზიდენტმა აბასმა ხაზი გაუსვა მშვიდობისადმი, როგორც სტრატეგიული არჩევანისადმი ერთგულებას, რათა ისრაელის სახელმწიფოს გვერდით დაფუძნდეს პალესტინის სახელმწიფო“.

 


15 თებერვალს, პრესკონფერენციაზე, ნეთანიაჰუს ვაშინგტონში ვიზიტისას, ტრამპი არაერთმნიშვნელოვანი იყო ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტაზე, რაც ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში რეგიონში შეერთებული შტატების პოლიტიკის დედაბოძს წარმოადგენს.

 


ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპს შეკითხვა დაუსვეს მის დამოკიდებულებაზე, ისრაელსა და პალესტინას შორის ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტის შესახებ.

 

 

„ამგვარად, მე ვუყურებ ორ სახელმწიფოს და ერთ სახელმწიფოს და მე მომწონს ის, რაც ორივე მხარეს მოსწონს. მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც ორივე მხარეს მოსწონს...

 

 

„გულწრფელად რომ ვთქვა, თუკი ბიბი [ნეთანიაჰუ] და პალესტინელები, თუკი ისრაელი და პალესტინელები არიან ბედნიერი - მე ბედნიერი ვარ იმით, რაც მათ მოსწონთ და საუკეთესოა“, განაცხადა ტრამპმა. მისმა ამგვარმა კომენტარმა კი არაბულ სამყაროსა და ევროპის ბევრ დედაქალაქაში წუხილი გამოიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი