საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოძღვრებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრთან კაპელანების შეხვედრას შეიარაღებული ძალების მთავარი მოძღვარი მამა დავით ლონდარიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდა.
თავდაცვის უწყების ცნობით, მინისტრთან შეხვედრაზე კაპელანებმა საკუთარი საქმიანობის დეტალებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ სამხედრო კაპელანების პრობლემები მოისმინა და მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 31 სამხედრო მოძღვარი მსახურობს. მათგან ერთი სამხედრო მოძღვარი როტაციის წესით ქართულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. სამხედრო კაპელანების ძირითადი ფუნქცია პირადი შემადგენლობის მორალურ-ზნეობრივი სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნვაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.