ზაალ უდუმაშვილი: ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ სტრასბურგის სასამართლოში, საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ვერავინ ვეღარ შეძლებს სიტყვის თავისუფლებაზე ხელის აღმართვას
11-03-2017, 04:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა მიმართა.

 

 

უდუმაშვილმა ტელეკომპანიის მხარდამჭერებს, სამოქალაქო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებსა და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ სტრასბურგის სასამართლოში, საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ვერავინ ვეღარ შეძლებს სიტყვის თავისუფლებაზე ხელის აღმართვას.... ერთმა მალტელმა მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილს ხელიდან გამოგლიჯა „რუსთავი 2". ხუთი დღის შემდეგ კი, 7-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია. და თუ დღეს ვინმეს კითხვა უჩნდება - რატომ ევროპა? - აი, ამიტომ ევროპა, ხალხო, იმიტომ, რომ ადამიანის უფლებები ყველაზე მაღლა დგას. ამიტომ ვირჩევთ ჩვენ ევროპას. საქართველოს ხელისუფლება იმდენი ხანი არწმუნებდა მოსახლეობას რომ „რუსთავი 2"-ის საქმე ორ კერძო სუბიექტს დავაა, სანამ სტრასბურგის სასამართლომ არ განმარტა, ვინ არის ეს ორი კერძო სუბიექტი - ეს არის საქართველოს მოსახლეობა, რომელიც თავისუფალი სიტყვისთვის იბრძვის და მეორე სუბიექტი ეს არის საქართველოს ხელისუფლება - ეს არის რეალურად ის ორი კერძო სუბიექტი", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   bb
      
ეგ ხელისუფლება ხალხის უმრავლესობა აირჩია ზაალ @ლედ წოდებულო!
11 მარტი 2017 08:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი