ნიკა გვარამია: ჩვენს წინააღმდეგ არის ბევრი ფული, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ არ არის სიმართლე, სიმართლე ჩვენ მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ
11-03-2017, 06:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენს წინააღმდეგ არის ბევრი ფული, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ არ არის სიმართლე, სიმართლე ჩვენ მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ, აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა.

 

 

მან პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„მეგობრებო, დღევანდელი დღე არის მთლიანად ქართველი ხალხის დამსახურება, ქართველი ხალხის, ვისაც შეიძლება მოსწონს „რუსთავი 2" და არ მოსწონს, მაგრამ მთავარი მოსწონს - სიმართლე და ყოველთვის იმის მხარესაა, ვის მხარესაც სიმართლეა. რაც მთავარია, ქართველ ხალხს არ მოსწონს, რომ ჩვენ გადავუხვიეთ ევროპული გზიდან; ქართველ ხალხს არ მოსწონს, რომ ჩვენ არ მივდივართ სიმართლის გზით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა დღეს, ამ დღეებში, როდესაც ჩვენ არ წავედით ევროპისკენ, ევროპა წამოვიდა ჩვენსკენ. დღეს არის დიდი ევროპული დღეც. დღეს არის ევროპის, ევროპული დემოკრატიის გამარჯვებისა და ზეიმის დღე. დღეს არის იმ ძალების დამარცხების დღე, რომლებიც სხვაგან ექაჩებიან ამ ქვეყანას", განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

გვარამიამ აქციაზე მოსამართლეების, ნინო გვენეტაძის, ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის, ბესარიონ ალავიძის, მზია თოდუას, ზურაბ ძლიერიშვილის, ვასილ როინიშვილის, მაია ვაჩაძის, გიორგი შავლიაშვილის,  ნატალია ნაზღაიძის, ნათია გუჯაბიძისა და შორენა ყაველაშვილის გადადგომა მოითხოვა და მათ „ჯიბის მოსამართლეები" უწოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი