მიხეილ ჯანელიძემ სასტუმრო „გუდაური ინნ“ გახსნა
11-03-2017, 08:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებთან და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან ერთად, გუდაურში მიმდინარე დიპლომატიური სათხილამურო შეჯიფრის ფარგლებში, სასტუმრო „გუდაური ინნ“ გახსნა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის “უმასპინძლე საქართველოში” ფარგლებში აშენდა.

 

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ პროცესებთან და მთავრობოს ეგიდით მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. დღევანდელი ვიზიტი გუდაურში სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ დიპლომატიური კორპუსს ვაცნობთ იმ პროექტებს, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით და კერძო სექტორის ინიციატივით ვითარდება. აღნიშნული სასტუმრო, რომელიც პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა 6 თვეში აშენდა. ეს პროექტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რა დიდი პოტენციალია სახელმწიფოს დახმარებით კერძო სექტორისთვის ბიზნესის განვითარებისთვის. გუდაური ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. მოგეხსენებათ, რომ მთისა და სამთო კურორტების განვითარება ეს არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი და ამისათვის ვაკეთებთ მაქსიმუმს“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.



საგარეო უწყების ცნობით, შპს "სასტუმრო გუდაური ინნ" სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტის - სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 3,500,000 ლარს შეადგენს და პროექტის ფარგლებში 40-მდე ადამიანი დასაქმდა.



დღესვე მინისტრმა და ელჩებმა გუდაურში „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში აშენებული კიდევ ერთი სასტუმრო „კვადრო“ მოინახულეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი